მთავარი ღონისძიება ფესტივალი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა. შესაბამისად, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში იმართება.

ინოვაცია, მეცნიერება, ფესტივალი, თსუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფესტივალში მონაწილეობენ კვლევითი სამეცნიერო უნივერსიტეტების სტუდენტები. ორგანიზატორები ცდილობენ, ახალგაზრდებს აჩვენონ, რომ მეცნიერება მოსაწყენი და მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანების გასაკეთებელი საქმე არ არის – ის ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს.

ინოვაცია, მეცნიერება, ფესტივალი, თსუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირველ ოქტომბრამდე დაგეგმილია: გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოფები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემების/პროექტების პრეზენტაციები და სხვ. ასევე, ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერებს დააჯილდოებენ.

ინოვაცია, მეცნიერება, ფესტივალი, თსუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფესტივალის განმავლობაში გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის „სამეცნიერო დღეებიც“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, საზღვარგარეთიდან ვორქშოფებისა და კონფერენციების ჩასატარებლად, მაღალი დონის მეცნიერები ჩამოვლენ. ღონისძიების ბოლოს კი ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი გაიხსნება.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მაშინ ფესტივალის ორგანიზატორები საზოგადოების რეაქციას აკვირდებოდნენ, რადგან ღონისძიების წარმატება ახალგაზრდების ინტერესსა და მათ ჩართულობაზე იყო დამოკიდებული. პირველივე წელს ახალგაზრდები სხვადასხვა ექპერიმენტში, მასტერკლასსა და ცდაში აქტიურად ერთვებოდნენ. სწორედ მაშინდელმა აქტიურობამ განაპირობა ლოკალური და ასევე, საერთაშორისო ფესტივალის ჩამოყალიბება.

გაზიარება: