მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ზაზა ბარბაქაძე: „მეტროპოლიტენის ხარვეზების გამოსწორებას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა“

ზაზა ბარბაქაძე: „მეტროპოლიტენის ხარვეზების გამოსწორებას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა“

ზაზა ბარბაქაძე
ზაზა ბარბაქაძე, მეტროს მემანქანეებისა და მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

„სამსახურში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს. მატარებლები მოძველებული და რთულად სამართავია, ლიანდაგები – გასარემონტებელი, გვირაბები – შესაკეთებელი, ვენტილაციის სისტემა კი – დასამონტაჟებელი. წარმოუდგენელია, გამოუძინებელმა მატარებელი მართო. ღამის ცვლაში მომუშავე მემანქანე სპეციალურ საძინებელ ოთახში 3-4 სთ-ით იძინებს, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდის. ალბათ, გვირაბში უჰაერობას მთავრობა ვერაფერს მოუხერხებს. მეტროპოლიტენის ხარვეზების გამოსწორებას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა. ამ ეტაპზე, 240-მდე მემანქანე მუშაობს, რომლებსაც ჰაერის უკმარისობა ემართებათ, წნევა აწუხებთ, ჯდომისგან ბუასილი უჩნდებათ, ხერხემლის დისკი უზიანდებათ და მხედველობა უქვეითდებათ. მემანქანეების უმრავლესობა საპენსიო ასაკამდე ვერ აღწევს – გულის ან ფილტვების დაავადებებით იღუპებიან.“

Pepper