მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ცირა ვეფხვაძე: „უსინათლოობა არც ცოდვაა და არც – დანაშაული“

ცირა ვეფხვაძე: „უსინათლოობა არც ცოდვაა და არც – დანაშაული“

ცირა ვეფხვაძე
ცირა ვეფხვაძე – საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორი, ფილოლოგი

„უსინათლოობა არც ცოდვაა და არც – დანაშაული, რეგიონებში სირცხვილად რატომ მიაჩნიათ, არ ვიცი. პირველ რიგში, ბავშვს სოციალიზაცია მშობელმა უნდა გაუიოლოს, თუმცა სამწუხაროდ, უსინათლოების სკოლაში ისეთი სიტუაციაა, რომ იქ ჩემს შვილს არ მივიყვანდი: კლასებში საღი გონების უსინათლოები, მძიმე ფსიქო-ემოციური აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან ერთად სწავლობენ, რომლებმაც შეიძლება, მოულოდნელად ყვირილი დაიწყონ ან აგრესიულები გახდნენ – მათი ქცევა არაპროგნოზირებადია. მეც ვიყავი 202-ე სკოლის მოწაფე. მოგვიანებით, იქ მასწავლებლადაც ვმუშაობდი. მაშინ სკოლაში მოხვედრის კრიტერიუმი მხოლოდ უსინათლოობა არ იყო. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ბავშვი ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ გადარჩა და გაირკვა, რომ საკუთარი ქმედება გაანალიზებული არ ჰქონდა. დიდი რისკია, მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდეს. განათლების სამინისტროში იმას არ ითვალისწინებენ, რომ სკოლაში შექმნილი სიტუაცია საღი გონების მქონე უსინათლო მოსწავლეების ფსიქიკისთვისაც საზიანოა.“

Pepper