მთავარი აქტუალური თემა სპორტი TCR International -ის რბოლა

TCR International -ის რბოლა

კვირას, 2 აპრილს, რუსთავის ავტოდრომზე TCR International -ის რბოლა ჩატარდა, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

TCR-ის საერთაშორისო სერია WTCC-ის ყოფილმა პრომოუტერმა, მარჩელო ლოტიმ ჩამოაყალიბა. პირველი სეზონი 2 წლის წინ გაიმართა და მასში 14 გუნდი და 40-ზე მეტი მრბოლელი მონაწილეობდა.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force პირველია ქვეყნიდან, რომელმაც ძარიან ავტობილებში მსოფლიო ჩემპონატზე მიიღო მონაწილეობა. შსს-ს სახელით მოასპარეზე, სპორტული კლუბის წევრი და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე – დათა ქაჯაია 2015 წელს ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დათა ქაჯაია უკვე მეორედ ასპარეზობს. წინა წლის ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზე გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოში, დათამ საუკეთესო დრო აჩვენა და პირველი რბოლა პირველი პოზიციით დაიწყო, რომელიც გამარჯვებით დაასრულა. მეორე რბოლაში კი მე-6 ადგილი დაიკავა და რუსთავის ეტაპის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს!

ფოტოგრაფი: ირაკალი შალამბერიძე