პიროვნება

მთავარი სოციალური ცხოვრება პიროვნება
თითქმის ყოველთვის ენერგიული ვარ. არ ვიცი, ისეთი რა უნდა გავაკეთო, რომ დავიღალო. ძალიან ცნობისმოყვარე გახლავართ: ყველაფერი მაინტერესებს, რაც კი დედამიწაზე არსებობს. რაც თავი მახსოვს, ისიც მახსოვს, რომ მსახიობობა მინდა. პროფესიული არჩევნის შეცვლის სურვილი არასოდეს გამჩენია. ვგრძნობდი, ამ საქმის კეთება გულით...
როგორც ყველა „საბჭოთა ბავშვი“, მეც კოსმოსში გაფრენაზე ვოცნებობდი, რადგან მოგეხსენებათ, მაშინ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა - სასწაული იყო!.. მერე ფეხბურთელობა მინდოდა, რადგან „დინამომ“ ოქროს მედალი მიიღო... ძირითადად, მაინც იმ პროფესიის დაუფლება მსურდა, რასაც ხელი მოვკიდე და დღემდე ამ სფეროში ვარ. თეატრი...
სიყვარული და კომფორტი მიყვარს, „ზომიერი ეგოთი“ დაჯილდოებული ადამიანი ვარ. ძალიან მტკივნეული სიკვდილის მეშინია. წლების მატებასთან ერთად, რატომღაც, ამაზე უფრო ხშირად ვფიქრობ. ვცდილობ, კარგ მსახიობად მიმაჩნდეს თავი. ადამიანი სრულყოფილებას ვერასდროს მიაღწევ, თუმცა ამის მიღწევის მცდელობა უკვე კარგია. მებრძოლი ხასიათიც მაქვს. ყველა როლი მეამაყება, რაც მითამაშია,...
ბევრი მაყურებელი მყავს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ბლოგერი ვარ, თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. ამ შემთხვევაშიც მიმაჩნია, რომ მეტი შემიძლია. ბავშვობიდან უცხოელი ბლოგერების ვიდეოებს ვუყურებდი. მათი საქმიანობა ძალიან მომწონდა. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მსგავსი ვიდეოები ქართულ ენაზე არ...
მე ვარ ადამიანი, რომელსაც მგონია, რომ საკუთარი ცხოვრების ასაწყობად, ყველანაირი ადამიანური ძალა და თვისება გამაჩნია. ჩემს ცხოვრებაში მსახიობის პროფესიამ არსი და მნიშვნელობა სტუდენტობისას შეიძინა. მანამდე სამსახიობო სფეროში საკმაოდ გაუნათლებელი ვიყავი, თუმცა არტისტობის შინაგანი მოთხოვნილება მქონდა - სხვადასხვა ადამიანის კანში და...
მსახიობობა იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, ნახევარი - უფასოდ, მაგრან  საკუთარი თავი თავად თუ არ დააფასე, აუცილებლად გადაგივლიან. მცდარია შეხედულება, თითქოს თუ „პატრონი“ არ გყავს, ვერაფერს მიაღწევ. თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ. ჩემი ოჯახიდან პირველი მსახიობი მე ვარ -...
მუდმივად ბედნიერი ვარ. ცხოვრებას მილამაზებს დოჩისთან (ჩემი პერსონაჟი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“) დაკავშირებული ემოციები, ხალხის უზომო სიყვარული, გულშემატკივრებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, ჩემი საქმე... დოჩი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ქალია. ის ძალიან მიყვარს. „არამკითხე მოამბე“ ქალებს  წინათ თუ შეიძლებოდა, რომ გავეღიზიანებინე, ახლა...
ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი. მსახიობობა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი მშობლები მშრომელი ხალხია. ზაფხულობით აფხაზეთში გადადიან - ბებია-ბაბუის დანატოვარ სახლს, ეზოს, ბაღს უვლიან. მამა მეზღვაური იყო, მერე თევზის მრეწველობაში მუშაობდა. დედა ძირითადად, დიასახლისი გახლდათ. ერთხანს სამკერვალო...
15 წლისამ აღმოვაჩინე, რომ როკი ის ჟანრი იყო, რომელშიც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას შევძლებდი, თუმცა თავდაპირველად, კლასიკური მუსიკით დაინტერესებული გახლდით: 11 წლიდან საბავშვო ოპერაში შევედი, სადაც სხვადასხვა მიუზიკლში არიებს ვასრულებდი. როკზე „გადართვის“ შემდეგ, კლასიკურ სიმღერებსაც არ ვღალატობ - მათი...
ქართველი, თბილისელი, რეპერი ბიჭი - გიორგი პავლიაშვილი ვარ. ჩემი საქმე სიგიჟემდე მიყვარს. ბოროტი არ ვარ - ბოღმის გულში ჩადება არ მიყვარს. 15 წლის ვიყავი, როცა ფსევდონიმად „მასტერი“ ავირჩიე. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (Мастер и Маргарита) ძალიან მომწონდა. ამას ის ფაქტიც დავუკავშირე,...