სოციალური ცხოვრება

მთავარი სოციალური ცხოვრება
მსოფლიოში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, ტრადიციულ ქართულ მარანს მხოლოდ „ბინა 37“-ში თუ ნახავთ. უპრეცედენტო რესტორანი სტუმრებს მშვიდ, წყნარ გარემოში, ტრადიციული კერძებითა და აქვე დაწურული ღვინით მასპინძლობს. „ბინა 37“-ში, ხმამაღალი მუსიკის გარეშე, ურთიერთობისთვის აბსოლუტური იდილიაა შექმილი. პროფესიით ექიმმა ზურაბ ნატროშვილმა სახლი ერთჯერადი...
ქალაქის ეკონომიკის საფუძველს და განვითარების აუცილებლობას მასშტაბური სავაჭრო ობიექტები წარმოადგენს. საქართველოში, ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. თბილისის უდიდესი სავაჭრო სივრცე - ელიავას ბაზრობა მალე შეიძლება, სხვა მისამართზე გადაიტანონ. მოვლენების ასეთი განვითარება მოვაჭრეებს დიდ ზიანს მიაყენებს. დღევანდელი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე...
სოფელ აჭარისწყალში (აჭარა) მდებარე რესტორანი და ღვინის საწარმო - „აჭარის ღვინის სახლი“ ადგილობრივ თუ ჩამოსულ სტუმრებს ყოველდღიურად მასპინძლობს. რაც მთავარია, ჩხავერის ღვინო მარაგში ყოველთვის აქვთ, რომელიც საქართველოში სხვა ღვინოებისგან გამორჩეული და საკმაოდ მოთხოვნადიც გახლავთ. ჩხავერიის ჯიშის ყურძენი გურიაში, აჭარასა და...
საბავშვო ტანსაცმელზე ორიენტირებული ქართული ბრენდი - „სპილოუ“ (spilow) საქართველოს საზღვრებსაც სცდება - ბრენდი საკუთარ პროდუქციას ინგლისში ყიდის. თავდაპირველად „სპილოუზე“ მოთხოვნა მიწოდებას აღემატებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში, საწარმოში საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს ქმნიან. კომპანიაში მუშაობა თეთრეულის წარმოებით დაიწყეს (ბრენდის სახელწოდება „სპილოს“ და Pillow-ს...
საქართველოში მეფუტკრეობა საკმაოდ გავრცელებულია. ფუტკარი ძალიან ბევრს შრომობს. სავაჭრო ბაზარზე მისი თაფლი, რძე, და შხამიც კი დაფასებულია. საწარმო - „მუშა ფუტკარი“ უკვე 2 წელია, ფუტკრის მოშენებას ახდენს და დარგის განვითარებასაც ხელს უწყობს. სოფელ კუხში (ხონის რაიონი) ბავშვობის მეგობრები - კონსტანტინე...
ტურისტული კომპანიების რიცხვი საქართველოში რამდენიმე წელია, საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნსესში ახალგაზრდა და ნიჭიერი შოთა ტიკარაძეც ჩაერთო. 22 წლის ბიზნესმენი ცდილობს, მსოფლიო ბაზარზე საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და პოპულარული გახადოს. ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის მსურველების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობ., აჭარაში, ზაფხულის პერიოდში, ტურისტების...
ბათუმის დელფინარიუმი დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ადგილია. დღის განმავლობაში, დელფინების შოუზე დასწრების მსურველები საკმაოდ ბევრნი არიან. ყოველ ჯერზე, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. მენეჯერის თქმით, ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი, თუმცა მოგეხსენებათ, ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები პატარა სივრცეში...
მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული არაალკოჰოლური სასმელი - ჩაი აქტუალურობას არასოდეს კარგავს. საქართველოს დასავლეთ ნაწილში ჩაის პლანტაციებს წინათ უფრო ხშირად შეხვდებოდით, თუმცა ახლაც არაერთ სოფელში ნახავთ. საქართველოში, ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს, მამია V გურიელის ბაღში შეინიშნებოდა. შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა მაღალი ხარისხის ჩაის თესლი...
სიყვარული და კომფორტი მიყვარს, „ზომიერი ეგოთი“ დაჯილდოებული ადამიანი ვარ. ძალიან მტკივნეული სიკვდილის მეშინია. წლების მატებასთან ერთად, რატომღაც, ამაზე უფრო ხშირად ვფიქრობ. ვცდილობ, კარგ მსახიობად მიმაჩნდეს თავი. ადამიანი სრულყოფილებას ვერასდროს მიაღწევ, თუმცა ამის მიღწევის მცდელობა უკვე კარგია. მებრძოლი ხასიათიც მაქვს. ყველა როლი მეამაყება, რაც მითამაშია,...
აჭარაში, მდინარე ჭოროხის მახლობლად მდებარე გონიოს ციხე ტურისტების ინტერესს იწვევს. ციხეში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, (1995 წლიდან), რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ნივთებია აღმოჩენილი. თავდაპირველად, გონიოს ციხით ჰაინრიხ შლიმანი (აღმოაჩინა ტროა) დაინტერესდა. ციხის ტერიტორიაზე, ძვ.წ. აღ. VIII-VII საუკუნეებში უკვე ცხოვრობდნენ. ეს...