მთავარი სოციალური ცხოვრება ფაუნა რეა „თუთიყუშური მოდის“ სტერეოტიპებს ამსხვრევს

რეა „თუთიყუშური მოდის“ სტერეოტიპებს ამსხვრევს

თუთიყუში, სახელად რეა, რომელიც წესით, საოცრად ლამაზი და ფერადი უნდა იყოს, მსოფლიოს გულს უჩუყებს. მისი გარეგნობა დიდ ყურადღებას იქცევს – ჩიტუნა ინტერნეტსენსაცია ხდება. მას თაყვანისმცემლები საქართველოშიც ჰყავს.

რეას იშვიათი დაავადება – Psittacine Beak and Feather Disease (PBFD) სჭირს, რაც ნისკარტისა და კლანჭების დეფორმაციასთან ერთად, ბუმბულის ცვენასაც იწვევს. რეას თაგვადასავალი მაშინ დაიწყო, როცა ვეტერინარმა მისი ფოტო „ფეისბუკზე“ გააზიარა.

თავდაპირველად, თუთიყუშით 23 წლის ბოსტონელი გოგონა – იზაბელა აიზემანი დაინტერესდა, რომელმაც ინტერნეტში რეას გვერდი შექმნა. გვერდი ძალიან მალე პოპულარული გახდა. ვეტერინარმა გოგონას ჩიტი სახლში გაატანა. ამჟამად, რეა იზაბელასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

რეას თაყვანისმცემლები უკვე ტანსაცმელს უგზავნიან, ბავშვები კი ნახატებსაც ჩუქნიან. მის შესახებ ინტერნეტში უამრავი სტატია თუ ვიდეო ვრცელდება. რეას არც სითბო აკლია და არც – სიყვარული. სხვა ლამაზ თუთიყუშებს შორის, ის ყველაზე პოპულარულია.

რეა ასეთი უნდა იყოს:

When Your Fresh Out Of The Shower

When you're fresh out of the shower but forget your towel ??

Опубликовано LADbible 10 июня 2017 г.