მთავარი შემოქმედება ფერწერა მალე პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – Life N Style გაიმართება

მალე პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – Life N Style გაიმართება

დღესდღეობით, ნახატის ბეჭდვა ძირითადად, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ხდება. საქართველოში ხელით ბეჭდვის ისეთი მეთოდები, როგორიცაა სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია და გრავიურა, დიდი ხნის დავიწყებული იყო. მალე, „თიბისი ბანკისხელშეწყობით, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – Life N Style გაიმართება, სადაც სწორედ ამ ძველი მეთოდებით შექმნილ ნამუშევრებს ნახავთ

ფესტივალს ასოციაციაარტ კავკასიასთავჯდომარე – ნანა ყირმელაშვილი, სპონსორებისა და მხარდამჭერების დახმარებით ატარებს. მან ბეჭდვის დავიწყებული მეთოდები ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, წიგნის ხელოვნების ცენტრში დანერგა. სტუდია გერმანიიდან ჩამოტანილ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით მუშაობს. უკვე 1 თვეა, რაც უნიკალური ნამუშევრების შექმნის მიზნით, მხატვრები აქ ყოველდღე მოდიან

ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, დაზგური, გრაფიკული ნამუშევრის შექმნა ადამიანის უშუალო ჩარევას მოითხოვს, რაც ხელოვანისთვის განსაკუთრებულად მომხიბვლელია: ჯერ ქაღალდზე ხატავენ და ნამუშევარი გამჭირვალე ფირზე ან კალკაზე გადააქვთ. ვიდრე ღებვას შეუდგებიან, ნახატს წყალში ამჟღავნებენ. შემდეგ მბეჭდავთან ერთად, ფერებს არჩევენ. ნახატს რამდენიმე ეგზემპლარად ბეჭდავენ და მათზე საღებავის წასმას იწყებენ. საღებავებს რამდენიმე ფენად უსვამენ. პროცესის დასრულების შემდეგ ის ბადე ირეცხება, რაზეც ნახატი იყო შესრულებულისაბოლოოდ, ხელის მოწერასთან ერთად, ავტორი ყველა ეგზემპლარს უნიკალურ ნომერსაც აწერს. მიიჩნევა, რომ ყველა ნამუშევარი ორიგინალია (ხელით შესრულებული). 

საერთაშორისო ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის (თურქეთი. გერმანია, ავსტრია, აშშ, ესპანეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი) 50-ზე მეტი მხატვარი მონაწილეობს. მაია ლაშაური საკუთარ ნახატსმურმურაციასუწოდებს. თავიდანვე გადაწყდა, რომ ფესტივალზე სხვადასხვა თაობის მხატვრები თანამედროვე ნამუშევრებს შექმნიდნენ. სხვა მხატვრებთან ერთად, მაია სწორედ ამ მიზეზით შეირჩა.

მხატვრებთან ერთად, სივრცე რამდენიმე ფოტოგრაფსაც გამოეყო. იური მეჩითოვმა სტუდიაში გადაღებული ფოტო წითელ და შავ ფერებში გადაწყვიტა. „ – მართალია, პრინტერში 11 ფერი შედის, მაგრამ აქ განსხვავებული ტონების შექმნაც შესაძლებელია. პრიალა საღებავებს გამოვიყენებ თუ სხვას, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული,“ –  ამბობს ბატონი იური. ის ფოტოს რამდენჯერმეგამრავლებასაპირებს, მოგვიანებით კი მათი გაყიდვის იმედიც აქვს.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალის იდეა თანამედროვე ინტერიერის მოწყობას ემსახურება: ძვირადღირებული ნახატების ნაცვლად, თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული პრინტების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი. ნამუშევრებს დიდი ზომის ბანერებზეც დაბეჭდავენ, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნება გამოფენილი. გარდა ამისა, ნახატებს მაისურებზე და ჭიქებზეც გადაიტანენ.

„ – ბევრს ეს პროცესიარ ესმისდა პრინტებს ნახატებად ვერ აღიქვამს,“ – გვითხრა ნანა ყირმელაშვილმა. „თიბისი ბანკისხელშეწყობით, პრინტების დამზადების პროცესს ვიდეოკამერით გადაიღებენ, რომელსაც ფესტივალის განმავლობაში, ეკრანზე აჩვენებენ. სტუმრები პრინტების მნიშვნელობას სიღრმისეულად შეიცნობენ და ნამუშევრებს სათანადოდაც შეაფასებენ

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – Life N Style აგვისტოს ბოლოს ბათუმში, „თიბისი  გალერეაში“, ხელოვნების მუზემში, ხელოვნების უნივერსიტეტში და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება, შემდეგმესტიაში და თელავში გაგრძელდება, დასკვნითი გამოფენა კითბილისში, ეროვნული სამეცნიოერო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გაიმართება.

pepper.ge