პიროვნება

მთავარი პიროვნება
15 წლისამ აღმოვაჩინე, რომ როკი ის ჟანრი იყო, რომელშიც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას შევძლებდი, თუმცა თავდაპირველად, კლასიკური მუსიკით დაინტერესებული გახლდით: 11 წლიდან საბავშვო ოპერაში შევედი, სადაც სხვადასხვა მიუზიკლში არიებს ვასრულებდი. როკზე „გადართვის“ შემდეგ, კლასიკურ სიმღერებსაც არ ვღალატობ - მათი...
ქართველი, თბილისელი, რეპერი ბიჭი - გიორგი პავლიაშვილი ვარ. ჩემი საქმე სიგიჟემდე მიყვარს. ბოროტი არ ვარ - ბოღმის გულში ჩადება არ მიყვარს. 15 წლის ვიყავი, როცა ფსევდონიმად „მასტერი“ ავირჩიე. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ (Мастер и Маргарита) ძალიან მომწონდა. ამას ის ფაქტიც დავუკავშირე,...
მე ვარ სალომე კოკუაშვილი, 26 წლის. დედისერთა ვარ და ყველა ფიქრობდა, რომ მშობლები მანებივრებდნენ, თუმცა თავად ასე არ მიმაჩნია. მამა სპორტსმენი იყო, დედა ექიმია. დედაჩემი დღემდე „სასწრაფოში“ მუშაობს. პროფესიით თერაპევტ-კარდიოლოგი გახლავთ. დღემდე ვნანობ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ ვისწავლე. ჩემი ოჯახის...
პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ, ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ მუსიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა მომღერლობაზე არასდროს ვფიქრობდი. მინდოდა, რომ სიმღერები დამეწერა და სხვებს შეესრულებინათ, თუმცა უკვე წლებია „რეზო და ბავშვების“ სოლისტი...
ობიექტურად ვაფასებ როგორც სხვის, ასევე საკუთარ შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, ცუდი მსახიობი ნამდვილად არ გახლავართ. შეიძლება, ითქვას, რომ კარგი ვარ. რეჟისორისგან უხეში შენიშვნა არასოდეს მიმიღია. ამას გულწრფელად ვამბობ. ვერ ვიტყვი, სასწაულად რთული როლი შემისრულებია-მეთქი. საშუალება არ მაქვს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. შეიძლება...
გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი, მსახიობის პროფესია ჩემთან „საიდან მოვიდა“, მაგრამ მახსოვს, რომ ბავშვობიდან  მიყვარდა თეატრი, სცენა, კინო... ბავშვობაში სულ ვთამაშობდი, თითქოს რეჟისორმა მასწავლებლის, ექიმის, მუსიკოსის როლი მომცა და დავალებებს სარკის წინ გულმოდგინედ  ვასრულებდი. საკუთარ თავს აპლოდისმენტებსაც ვუძღვნიდი ხოლმე. მეგონა,...
საოცარი ბავშვობა მქონდა. ისე ვერთობოდი, როგორც ბავშვების უმეტესობა, მაგრამ ასევე, ჩემს ცხოვრებაში მუსიკაც იყო, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში წარმატებით ვმონაწილეობდი. ბავშვობაში კლასიკურ ჟანრში ვმღეროდი.  მეგონა,  საოპერო მუსიკას „გავყვებოდი“, რადგან მუსიკალური გემოვნება ამ მიმართულებით ჩამომიყალიბდა. ზოგჯერ თითქმის 2 კვირა მშიერიც ვყოფილვარ...
ლამაზი კაბის მორგება, ჰაეროვნება, სინაზის განცდა ყველა გოგოს უყვარს. სავარაუდოდ, ბავშვობაში გოგონები ბალერინობაზე ამიტომ ოცნებობობენ. ალბათ, სცენაზე გაფარფატების და ყურადღების ცენტრში მოქცევის სურვილი უჩნდებათ. ბალერინობა გადაწყვეტილი არ მქონია. უბრალოდ, ცეკვა მიყვარდა. როცა საბალეტო სკოლაში შემიყვანეს, ამ სფეროთი მოვიხიბლე და ძალიან...
საქართველოში მოცეკვავეობა დაჩაგრულობას ნიშნავს. ვიჩაგრებით, რადგან კონცერტები არ იმართება. ესტრადა საერთოდ არ გაგვაჩნია. მოცეკვავემ სად უნდა იცეკვოს თუ მომღერალი არ მღერის?! იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ ჩვენი კონცერტი გაიმართოს. ჩვენს სამუშაო სფეროში, ადამიანს გასაქანი არ აქვს - საკუთარი თავის რეალიზაციას...
თურმე, როცა 2-3 წლის ვიყავი, დაზეპირებულ ფრაზას ვიმეორებდი, - ტოპ-მოდელობა მინდა-მეთქი! რა თქმა უნდა, მაშინ ამ პროფესიის მნიშვნელობა არ მესმოდა. როცა წამოვიზარდე, სამოდელო სფეროთი დიდად არ დავინტერესებულვარ. 14 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში მივედი. მაშინაც და ახლაც, მოდელობა ჩემთვის ჰობის...