პიროვნება

მთავარი პიროვნება
„საქართველოში დღეს კვალიფიციურ კადრებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. დასაქმების მიმართ, საზოგადოებაში მეტი მოტივაცია და მენტალობის ცვლილებაა საჭირო. მოსახლეობას ყოველთვიურად ვხვდებით და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ვცდილობთ. კერძო სექტორთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი წარმომადგენლების მხრიდან მაშინ ვფასდებით, როცა მაღალი დონის პროფესიონალებს...
„უსინათლოობა არც ცოდვაა და არც - დანაშაული, რეგიონებში სირცხვილად რატომ მიაჩნიათ, არ ვიცი. პირველ რიგში, ბავშვს სოციალიზაცია მშობელმა უნდა გაუიოლოს, თუმცა სამწუხაროდ, უსინათლოების სკოლაში ისეთი სიტუაციაა, რომ იქ ჩემს შვილს არ მივიყვანდი: კლასებში საღი გონების უსინათლოები, მძიმე ფსიქო-ემოციური აშლილობის...
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მიღება და სწავლისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც შესაძლებელია. ბაკალავრიატის სტუდენტებს უნივერსიტეტში ამ დონის ტექნიკასთან შეხება ჯერ არ აქვთ. შესაბამისად, პროფესიული განათლების მიღებისას, სტუდენტები შედარებით მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. სამწუხაროა, რომ საწარმოების უმრავლესობა ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს...
„სოფლებში ცხენებს აგრესიულად ეპყრობიან - მათი მართვა საერთოდ არ იციან. უზანგებში ფეხებს ბოლომდე უყრიან და ისე აჭენებენ. ასეთ შემთხვევაში, მხედარი თუ გადმოვარდება, ფეხი შიგნით ჩარჩება. გაჭენებამდე ცხენს შემზადება სჭირდება, რასაც ადამიანები არ ითვალისწინებენ. ცხოველს ლაგამს ძალიან მტკივნეულად უჭერენ. საზღვარგარეთ...
„საქართველოში არსებული ფორმალური განათლების გაუფასურების პირობებში, უნივერსიტეტებმა აქტიურად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათ მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. თანამედროვე დარგობრივ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებისთვის „გამჭოლი კომპეტენციების“ (მაგალითად - კრიტიკული და პრობლემის გადაჭრაზე...
„საქართველოში მეცხოველეობა ინტენსიურ განვითარებაზე უნდა გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საოჯახო მეურნეობაში კარჩაკეტილები ვიქნებით: მერძევეები დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოებაზე კი არა, ოჯახის გამოკვებაზე იფიქრებენ. მაღალი დონის საწარმოებია საჭირო, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. 2020 წლიდან სავაჭრო დაწესებულებებში სახლში მომზადებული რძის ნაწარმის...
„მთავრობა გარემოს დაცვითი განათლების მიმართ ნაკლებ ინტერესს ავლენს - კარგად ვხედავთ, თბილისში რაც ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ნება არ აქვთ, რომ გარემოს დაცვითი კანონმდებლობის (200-ზე მეტი კანონია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების, ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაცვის კანონები) უზარმაზარი პაკეტიდან...
„სკოლის ადმინისტრაცია უნდა აცნობიერებდეს, რომ დღევანდელ გადატვირთულ და სტრესულ გარემოში, იმ მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, რომლებსაც სწავლა უჭირთ. ბავშვი რაც უფრო დაძაბულია, მისი სუსტი მხარეები მით უფრო მეტად მწვავდება და მკაფიოდ გამოიხატება. ამიტომ მასწავლებლის უპირველესი ფუნქციაა - მოსწავლეს კლასში უსაფრთხო...
„თბილისში 10 წლის წინ ჩამოვედი - ქორწილში დამპატიჟეს. მას შემდეგ ხშირად ვბრუნდები. დროთა განმავლობაში, აქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე (ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია, ლანა ღოღობერიძე...). აქაურობა თავისი ისტორიით, კულტურით, მუსიკით, საკვებით, ღვინით და კეთილი, ინტელიგენტი ადამიანებით გამოირჩევა. 10 წლის...
„13 ივნისის ამბავმა ახალი ზოოპარკის მშენებლობას გარკვეული სტიმული მისცა. ახალი ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების დონის (სადაც ცხოველებს ბუნებრივი ქცევის გამოვლენა შეეძლებათ) იქნება. ტერიტორიაზე ჟირაფები, ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ინდური მარტორქა და სხვა ახალი ბინადრები იქნებიან, რომლებსაც სპეციალურ ვოლიერებს ავუშენებთ. ამ ეტაპზე,...