მთავარი სოციალური ცხოვრება ბიზნესი Perceive Georgia – 22 წლის ბიზნესმენის ტურისტული კომპანია

Perceive Georgia – 22 წლის ბიზნესმენის ტურისტული კომპანია

ტურისტული კომპანიების რიცხვი საქართველოში რამდენიმე წელია, საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნსესში ახალგაზრდა და ნიჭიერი შოთა ტიკარაძეც ჩაერთო. 22 წლის ბიზნესმენი ცდილობს, მსოფლიო ბაზარზე საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და პოპულარული გახადოს.

ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის მსურველების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობ., აჭარაში, ზაფხულის პერიოდში, ტურისტების რიცხვმა წელს მოლოდინს გადააჭარბა. ძირითადად, ტურისტები დაბალ ფასად მაღალი დონის მომსახურებას ეძებენ.

ტურისტული კომპანია – Perceive Georgia ბათუმში რამდენიმე თვეა, შოთა ტიკარაძემ დაარსა. ნიჭიერი ბიზნესმენი კომპანიას თავად მართავს. თანამედროვე დიზაინით მოწყობილი ოფისის კარი საკმაოდ ხშირად იღება – კომპანიას ტურისტების სურვილების დაკმაყოფილება ძალიან კარგად გამოსდის.

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე (ტურიზმის მიმართულებით) სწავლის დასრულების შემდეგ, შოთა სასწავლებლად რამდენიმე თვით მალტაში იმყოფებოდა. „ – იქ ბევრი უცხოელი გავიცანი. საქართველოს ხსენებაზე, ყველა აშშ-ის ერთ-ერთ შტატზე ფიქრობდა. მაშინ დამებადა იდეა, რომ მსოფლიოში, საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღოთ. მალტაში მეგობარიც გავიჩინე, რომელიც 7 წელია ამ ბიზნესში მუშაობს. საქმის მართვაში და მიზნების განხორციელებაში მასთან კონტაქტი ძალიან მეხმარება,“ – გვიყვება Perceive Georgia-ს დამფუძნებელი – შოთა ტიკარაძე. ჯერჯერობით, მისი კომპანია უმეტესად, თავგადასავლების მოყვარულების საზღვარგარეთ გაშვებაზე მუშაობს, თუმცა მათ საქართველოში მოგზაურობასაც სთავაზობს. სახელწოდებაც – Perceive Georgia  („შეიცანი საქართველო“) სწორედ ამაზე მიუთითებს.

„ – საქართველოში ტურისტების ჩამოყვანაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. შესასრულებელი გეგმაც გვაქვს. კვარიათის ტყეში მიწას ვფლობთ, სადაც სასტუმროს ტიპის კოტეჯებს (უმაღლესი ხარისხის სერვისით) ავაშენებთ. ამ გზით ტურისტებსაც ჩამოვიყვანთ და ჩვენს ბიზნესსაც განვავითარებთ,“ – ამბობს შოთა. მას საქმეში 14 წლის ძმაც ეხმარება.

ამჟამად, შოთა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტულ კომპანიებთან კონტაქტის გამყარებას ცდილობს. ასევე, ის ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ევროპის 5 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდა. გარდა ამისა, 3 თვეში მან რკინიგზის სადგურებთან, ავიაკომპანიებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან არაერთი საქმიანი კონტრაქტი გააფორმა.

შოთას კომპანიაში უფრო ხშირად გერმანიაში, ჩეხეთსა და თურქეთის კურორტებზე გამგზავრების მოთხოვნით მოდიან. მოთხოვნა სხვა ქვეყნებზეც ჩნდება და კონკურენციის ფონზე, ფასები თუ ხარისხი უმჯობესდება კიდეც.

საზღვარგარეთ გამგზავრება უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია. ევროპაში სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, ტურისტულმა კომპანიებმა მომსახურების დონე კიდევ უფრო დახვეწეს. Perceive Georgia ხარისხიანი, კომფორტული და წარმატებული ტურისტული კომპანიის კარგი მაგალითია.

pepper.ge