მთავარი სოციალური ცხოვრება ადამიანები ბაბუა კუთვნილ ავტომობილში 10 წელია, ცხოვრობს

ბაბუა კუთვნილ ავტომობილში 10 წელია, ცხოვრობს

სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნისკენ მიმავალი გზა ზოგჯერ სიურპრიზებით, სირთულეებით, განსაცდელითა და ბედნიერებით არის სავსე. საოცარია, რომ ადამიანები საცხოვრებლად თითქმის ნებისმიერი ზომის სივრცეს იყენებენ.

83 წლის ოსკარ ალმაგუერი, იგივე დონ ოსკარი, 10 წელია, რაც მექსიკაში, VW Beetle-ის მარკის ავტომობილში ცხოვრობს.

მეუღლესთან განშორებისას, ქონების შუაზე გაყოფის ნაცვლად, ყოფილმა ცოლმა ყველაფერი მიითვისა. ოსკარს მხოლოდ 1967 წელს გამოშვებული VW Beetle დაუტოვა. ამ ავტომობილს ადგილობრივები „ვოჩოს“ ეძახიან.

სასოწარკვეთილს და უფულოდ დარჩენილს სხვა გზა არ ჰქონდა – ცხოვრება ავტომობილში უნდა გაეგრძელებინა. მისი პენსია – 2000 პესო (153$) მხოლოდ საკვების საყიდლადაა საკმარისი. კარგი ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი დონ ოსკარისთვის ფუფუნებაა.

მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელსაც ცოლთან განშორების შემდეგ, პირველად რამდენიმე წლის წინ შეხვდა, თავის სახლში ეპატიჟებოდა. ის ქალიშვილს მხოლოდ თვეში ერთხელ თუ სტუმრობს: იბანავებს, ტელევიზორს უყურებს, შვილს გაესაუბრება და შემდეგ, ისევ ავტომობილში ბრუნდება. არ უნდა, რომ ქალიშვილისთვის ზედმეტი ტვირთი იყოს.

ავტომობილის გაყიდვაზე უარი რამდენჯერმე განაცხადა. ერთხელ 10,000 პესოსაც (765$) სთავაზობდნენ. ზოგჯერ ხუმრობით ეკითხებიან: „ – ბაბუ, რა ღირს შენი ვოჩო?“. დონ ოსკარი მათ ხუმრობას ყურადღებას არ აქცევს.

ყველა საჭირო ნივთს კომპაქტურად ინახავს. საწოლი წინა მგზავრის სავარძელზე აქვს მოწყობილი. სავარძლის უკან ტანსაცმელი უწყვია. კარებსა და კაპოტზე სათავსოები გააკეთა, სადაც სამარილეს, სოუსს, ყავის საფქვავს, კოვზს და სხვა საჭირო ნივთებს ინახავს.

მანქანას მხოლოდ მაშინ ქოქავს, როცა იქვე მდებარე სასადილოში ან ეკლესიაში მიდის. ბაბუა დონ ოსკარი სახლში ცხოვრებაზე უარს ამბობს და ურჩევნია საკუთარ ავტომობილში დარჩეს.

Daniel Becerril