მთავარი სოციალური ცხოვრება სოციალური ძველი თბილისის ბედი

ძველი თბილისის ბედი

სხვა სახის ბიზნესის მსგავსად, ტურიზმის ბიზნესშიც, როცა ფულის შოვნის შესაძლებლობა ჩნდება, ფული რაც შეიძლება, სწრაფად და ბევრი გამომუშავდება. კაპიტალისტური ქვეყნების არქიტექტორები შეუჩერებლები არიან და ფულიანი ტურისტებიც მახეში ებმებიან. ზოგჯერ ადგილები, რომლებიც ცხოვრებისთვის ძალიან საშიშია, ხელუხლებელი რჩება.

ძველი თბილისი ამის ნათელი მაგალითია. უძველეს შენობებს შორის, ზოგიერთი მე-5 საუკუნეშია აშენებული. ასეთ სახლებში ადამიანები დღესაც ცხოვრობენ. ტერიტორიას გრძელი, საინტერესო ისტორია აქვს და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. საერთაშორისო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების აზრით, მისი შენარჩუნება აუცილებელია, მაგრამ ტერიტორიაზე გაჩერება უკვე სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

უამრავ პრობლემასთან ერთად, ადგილობრივებს გაუსაძლის და საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. ზოგიერთი შენობა შეკეთებას აღარ ექვემდებარება და დასანგრევია. ნოსტალგიურად, ისეთი აღსაფრთოვანებელი ადგილია, რომ რამის შეცვლის წინააღმდეგნი ვართ. იდეალური იქნებოდა, იერსახე და ცხოვრების შესაფერისი დონე დაბალანსებული ყოფილიყო.

უკვე დანგრეული შენობები თანამედროვე, შუშებიანი შენობებით იცვლება. დარჩენილ შენობებში ბარები და კაფეები (ძველის ეფექტით და ანტიკვარული ნივთებით) ჩნდებიან, რომლებსაც სიძველის შარმი აქვთ. ძველი თბილისი ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილია და ქვეყანა წარმატებულ ბიზნესად აღიარებს. დროთა განმავლობაში, მაცხოვრებლებს სხვაგან გადაიყვანენ, ამ ადგილას კი სუვენირების მაღაზიები, რესტორნები, კაფეები, ბარები, ბუტიკები და სასტუმროები დარჩება.

საქართველოს შესახებ მსოფლიოში ბევრს ჰყვებიან. ტურისტები ერთმანეთს აქ ჩამოსვლას ურჩევენ, ძველი თბილისის შესახებ საუბრისას კი ისინი საოცარად ემოციურები ხდებიან. ტურიზმის მხრივ, ეს ადგილი საქართველოში საუკეთესოა.

ავტორი და ფოტოგრაფი: Nate.