მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ნოდარ სუმბაძე: „ქართული სამოქალაქო არქიტექტურა ან ურბანული დაგეგმარება არ არსებობს“

ნოდარ სუმბაძე: „ქართული სამოქალაქო არქიტექტურა ან ურბანული დაგეგმარება არ არსებობს“

ნოდარ სუმბაძე, არქიტექტორი

„ქართული სამოქალაქო არქიტექტურა ან ურბანული დაგეგმარება არ არსებობს. ამ მიმართულებით, საბჭოთა სისტემიდან გამოსვლის შემდეგ, ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნა. ახალი მშენებლობის წამოწყების წინ, ფული მნიშვნელობით მორალზე უფრო მაღლა დგება. მშენებლობის ნებართვის აღება გამარტივებულია. ბევრი შენობა მისთვის არაშესაფერის ადგილას აშენდა ან შენდება. სადაც გადატვირთული მოძრაობა და მჭიდრო დასახლებაა, იქ კორპუსებს ამატებენ. ჯობდა, ქალაქში არქიტექტურული ნიმუშები თანაბრად გადანაწილებულიყო. მე-19 საუკუნიდან შემორჩენილი ბურჟუაზიული სახლები ნგრევის პირასაა მისული. ავლაბარში ყველაზე სავალალო მდგომარეობაა, კარგი შენობები თითქმის აღარ დარჩა.“

Pepper