მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ნინო მარგველაშვილი: „ბავშვი რაც უფრო დაძაბულია, მისი სუსტი მხარეები მით უფრო მეტად...

ნინო მარგველაშვილი: „ბავშვი რაც უფრო დაძაბულია, მისი სუსტი მხარეები მით უფრო მეტად მწვავდება“

ნინო მარგველაშვილი
ნინო მარგველაშვილი, ნეიროფსიქოლოგი

„სკოლის ადმინისტრაცია უნდა აცნობიერებდეს, რომ დღევანდელ გადატვირთულ და სტრესულ გარემოში, იმ მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, რომლებსაც სწავლა უჭირთ. ბავშვი რაც უფრო დაძაბულია, მისი სუსტი მხარეები მით უფრო მეტად მწვავდება და მკაფიოდ გამოიხატება. ამიტომ მასწავლებლის უპირველესი ფუნქციაა – მოსწავლეს კლასში უსაფრთხო გარემო შეუქმნას. არსებული სიტუაციის გამო, საჯარო სკოლების კლასებში საკმაოდ ბევრი ბავშვია, მასწავლებელი კი – ერთი. მშვიდად სწავლის და წამახალისებელი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ბავშვებისა და მასწავლებლების მიერ ერთობლივად შედგენილი წესების (რომლებიც ურთიერთპატივისცემისა და გუნდურობის პრინციპებს ეყრდნობა) დაცვა.“

Pepper