მთავარი პიროვნება ჩემიაზრი მათე ტაკიძე: „საქართველოში დღეს კვალიფიციურ კადრებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა“

მათე ტაკიძე: „საქართველოში დღეს კვალიფიციურ კადრებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა“

მათე ტაკიძე
მათე ტაკიძე, საზოგადოებრივი კოლეჯის – „სპექტრი“ დირექტორი

„საქართველოში დღეს კვალიფიციურ კადრებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. დასაქმების მიმართ, საზოგადოებაში მეტი მოტივაცია და მენტალობის ცვლილებაა საჭირო. მოსახლეობას ყოველთვიურად ვხვდებით და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ვცდილობთ. კერძო სექტორთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი წარმომადგენლების მხრიდან მაშინ ვფასდებით, როცა მაღალი დონის პროფესიონალებს ვზრდით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების ხელფასი ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. სტუდენტებს იმასაც ვასწავლით, რომ მხოლოდ ხელშეკრულებით უნდა იმუშაონ, არასამუშაო საათებში დამატებითი ანაზღაურება მიიღონ და დასვენების უფლებაც მოითხოვონ.“