მთავარი პიროვნება ჩემიაზრი მარიამ ამაშუკელი: „სტუდენტები ინოვაციებით სავსე თანამედროვე გარემოში უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან“

მარიამ ამაშუკელი: „სტუდენტები ინოვაციებით სავსე თანამედროვე გარემოში უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან“

მარიამ ამაშუკელი
მარიამ ამაშუკელი – სოციოლოგი, უმაღლესი განათლების მკვლევარი

„საქართველოში არსებული ფორმალური განათლების გაუფასურების პირობებში, უნივერსიტეტებმა აქტიურად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათ მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. თანამედროვე დარგობრივ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებისთვის „გამჭოლი კომპეტენციების“ (მაგალითად – კრიტიკული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, პროექტული მუშაობა, აკადემიურად წერა, რაოდენობრივ-თვისებრივ მონაცემებზე მუშაობა და სხვ.) განვითარებაც აუცილებელია. ამის საფუძველზე, სტუდენტები ინოვაციებით სავსე თანამედროვე გარემოში უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან.“

Pepper