მთავარი სოციალური ცხოვრება გამორჩეული ადამიანები ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ბეთჰოვენი 1770 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. ბონში(გერმანია) იზრდებოდა. მისი ოჯახი ძირითადად, მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. პიანინოზე, ორღანსა და ვიოლონიზე დაკვრა მამამ ასწავლა. 7 წლისამ პირველი კონცერტი გამართა, 12 წლისამ კი უკვე საკუთარი კომპოზიციაც შექმნა.

ახალგაზრდობისას ვენაში გამგზავრება გადაწყვიტა, სადაც იმ დროში უდიდეს კომპოზიტორთან – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტთან შეხვედრას აპირებდა. მან ეს ვერ მოახერხა: 3-წლიანი მგზავრობისა და რამდენიმე ქალაქში გაჩერების შემდეგ, ისევ ბონში დაბრუნდა – მძიმე ავადმყოფ დედას უნდა გამომშვიდობებოდა.

ბეთჰოვენის მამამ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა. ლუდვიგი ოჯახის მარჩენალი გახდა, თუმცა საკუთარ ოცნებას მაინც „მიჰყვებოდა“ – 1789 წელს ბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (1792 წ.), ისევ ვენაში გაემგზავრა. იქ ცხოვრებასა და ფულის შოვნას გეგმავდა. მუსიკის მოყვარულები, რომლებიც ბეთჰოვენის მუსიკას იცნობდნენ, ლუდვიგს კონცერტების ორგანიზებაში ეხმარებდოდნენ. ამავდროულად, ბეთოვენი მუსიკაში გაკვეთილებს კომპოზიტორ ჯოზეფ ჰაიდნისთან გადიოდა.

მისთვის ყველაფერი საუკეთესოდ მიდიოდა, მაგრამ 27 წლის ასაკში სმენის პრობლემამ შეაწუხა და მალე სიტუაცია გაურთულდა. ეს მას მუშაობაში აბრკოლებდა, თუმცა სიმტკიცეს იჩენდა და უკან არ იხევდა. ვენაში გატარებული 10 წლის განმავლობაში, 20 საფორტეპიანო ნაწარმოები შექმნა, მათ შორის – დიდი სონატა, რომელიც „მთვარის სონატით“ არის ცნობილი.

ბეთჰოვენმა ოპერა „ფიდელიო“ მაშინ დაწერა, როცა თითქმის არაფერი აღარ ესმოდა. სმენის დაქვეითებამ მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა. გოეთე, რომელიც ლუდვიგს 1812 წელს შეხვდა, მას ისე ახასიათებდა როგორც ადამიანს, რომელსაც რთულ პირობებში ცხოვრება უწევდა. ბეთჰოვენი მარტო ცხოვრობდა და ადამიანებთან კონტაქტს თავს არიდებდა. საკუთარი ოჯახიც არ შეუქმნია. ანდერძში ის ბოდიშს იხდიდა და ყველაფერს სმენის დაქვეითებას აბრალებდა.

1813 წლიდან მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა. ამ პერიოდიდან ბეთჰოვენის მიერ შექმნილ კომპოზიციებს ავტორის რთული მდგომარეობა შეეტყო. როცა მე-9 სიმფონიას წერდა, სმენა უკვე ბოლომდე დაქვეითებული ჰქონდა, მე-10 სიმფონიის დასრულება კი ვეღარ შეძლო.

1827 წლის 26 მარტს ბეთჰოვენი მძიმე ავადმყოფობის ნიადაგზე გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე 20.000 ადამიანზე მეტი მივიდა.