მთავარი შემოქმედება მუსიკა Linkin Park-ის წარმატების ისტორია

Linkin Park-ის წარმატების ისტორია

კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში, 1996 წელს, მეგობრებს – რობ ბორდონს, ბრედ დელსონს და ვოკალისტ მაიკ შინოდას ბენდის ჩამოყალიბების იდეა გაუჩნდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათ ბასისტი – დეივ ფარელი, ტერნტეიბლისტი – ჯოე ჰანი და მარკ ვეიკფილდი შემოიმატეს. თავდაპირველად, ჯგუფს SuperXero დაარქვეს, მოგვიანებით, უბრალოდ – Xero. იმ დროს მათი სიმღერების მიმართ ინტერესს თითქმის არავინ იჩენდა.

სახელწოდების ჩამოყალიბება

წარუმატებლობის ფონზე, ვეიკფილდი ბენდიდან წავიდა. მისი ადგილი ჩესტერ ბენინგტონმა 1999 წელს დაიკავა. ჯგუფის წევრებმა ბენდს სახელწოდება შეუცვალეს და Hybrid Theory დაარქვეს (მათი მუსიკა როკისა და რეპის „ჰიბრიდს“ წარმოადგენდა). მოგვიანებით, ბენდს სახელი ისევ გადაარქვეს და სანტა მონიკას პარკის (კალიფორნია) პატივსაცემად, Lincoln Park-ი დაარქვეს. აღმოჩნდა, რომ ამ სახელწოდების მისამართი ინტერნეტ სივრცეში დაკავებული იყო. ამიტომ სახელწოდება ოდნავ ისევ შეცვალეს და საბოლოოდ, Linkin Park-ზე შეჯერდნენ.

უცებ გამხდარი სუპერვარსკვლავები

Linkin Park-ის პირველი ალბომი 2000 წელს გამოვიდა. ალბომი – Hybrid Theory ბენდის უდიდესი წარმატების დასაწყისი აღმოჩნდა: მხოლოდ ამერიკაში, პირველ დღეებში, 10 მილიონი გაიყიდა. რამდენიმე სიმღერა ჰიტად იქცა, მათ შორის – In The End და Crawling. მცირე დროში, როკ-რეპის მიმართულებაში Linkin Park-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბენდი გახდა.

პროექტი – Revolution

Linkin Park-ის ინიციატივით, პროექტი -Revolution 2002 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო მასშტაბით, კონცერტები ჩატარდა. მონაწილეებს შორის იყვნენ: Cypress Hill, Korn, Snoop Dogg, Chris Cornell და ა.შ.

მუშაობა Jay-Z-სთან

მოგვიანებით (2003 წ.),  მეორე ალბომი – Meteora გამოვიდა. 2004 წელს კიდევ ერთი ალბომი – Collision Course რეპის სუპერვასკვლავთან – Jay-Z-სთან ერთად ჩაწერეს. ეს ნამუშევარი მაშინვე ჰიტების მწვერვალზე მოხვდა.

ექსპერიმენტები

როცა ალბომი Meteora რეპისა და როკის ნაზავს წარმოადგენდა, ხოლო Collision Course ჰიპ-ჰოპის ელემენტებით იყო სავსე, Linkin Park-ი ატმოსფერული თუ ინტროსპექტიული მიმართულებით „წავიდა“. 2007 წელს გამოშვებული ალბომი – Minutes to Midnight ამტკიცებდა, რომ ნაკლებად პოპულარული იყო, თუმცა ამერიკის მასშტაბით, მისი 2 მილიონზე მეტი დისკი გაიყიდა. მოგვიანებით, 2008 წელს გამოშვებული სიმღერა და კლიპი – Shadow of the Day ჯგუფის მომდევნო დიდ წარმატებად იქცა.

ალბომი – A Thousand Suns

Linkin Park-ი 2010 წელს ახალი ალბომით – A Thousand Suns დაბრუნდა, რომელიც 48-წუთიან უწყვეტ მუსიკას წარმოადგენდა. მთავარი სინგლი – The Catalyst იმ დროს როკის მიმართულებაში საუკეთესო გახლდათ.

ალბომი – The Hunting Party

2014 წელს ჯგუფი გიტარაზე ორიენტირებული ალბომით – The Hunting Party დაბრუნდა. ალბომში მძიმე როკის ხმები შეინიშნებოდა.

სხვადასხვა წარმატებული ალბომის გარდა, The Hybrid Theory 21-ე საუკუნეში გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (30 მილიონზე მეტი) გამოირჩეოდა… წარმოუდგენელი წარმატებისა და ოჯახის, მეგობრებისა თუ თაყვანისმცემლების მხარდაჭერის მიუხედავად, ჯგუფის მთავარმა ვოკალისტმა – ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში თავი ჩამოიხრჩო. ჩესტერის გარეშე, Linkin Park-ის ისტორია გაგრძელდება თუ არა, ჯერ არავინ იცის…