მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი

ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი

ელენე ჯაფარიძე„ფსიქოთერაპევტს, პირველ რიგში, ადამიანები უნდა აინტერესებდეს და მათთან ურთიერთობა უყვარდეს. აგრეთვე, ემპათიის, მოსმენის, კრიტიკული აზროვნების და მოთმენის უნარი ჰქონდეს. ფსიქოთერაპიაში წინასწარ მომზადებული სქემა არ არსებობს. პაციენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. პრობლემებისთვის თავის არიდება გამოსავალი არ არის. ადამიანი ჯერ გონებრივად და ემოციურად უნდა გაძლიერდეს, შემდეგ კი გარემოს შეცვლას თუ საკუთარი თავის შველას თავად დაიწყებს. პაციენტს ფსიქოლოგი ეხმარება, რომ საკუთარ უნარებში გაერკვეს. განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოთერაპიას ხშირად მიმართავენ, ჩვენთან კი – მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არის.“

Pepper.ge