მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ლევან ბუთხუზი, ბიოლოგი

ლევან ბუთხუზი, ბიოლოგი

ლევან ბუთხუზი„მთავრობა გარემოს დაცვითი განათლების მიმართ ნაკლებ ინტერესს ავლენს – კარგად ვხედავთ, თბილისში რაც ხდება. ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ნება არ აქვთ, რომ გარემოს დაცვითი კანონმდებლობის (200-ზე მეტი კანონია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების, ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაცვის კანონები) უზარმაზარი პაკეტიდან რომელიმე დანერგონ – კონტროლი, მონიტორინგი და აღსრულება არ ხდება. საქართველოს არსებობის განმავლობაში, ყველაზე სავალალო სიტუაცია ახლა გვაქვს. სხვა პრობლემებთან ერთად, ადამიანები ბუნებაში ბევრს ნადირობენ. ამიტომ ირმები, ჯიხვები და მტაცებელი ფრინველები გადაშენების პირას არიან. სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა განათლებაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია. ასეთ თაობას ბუნების დაცვა როგორ მოვთხოვოთ?!.“

Pepper.ge