მთავარი პიროვნება ჩემიაზრი ლაშა ფარღალავა: „საქართველოში კვალიფიციური მწვრთნელების დეფიციტი გვაქვს“

ლაშა ფარღალავა: „საქართველოში კვალიფიციური მწვრთნელების დეფიციტი გვაქვს“

ლაშა ფარღალავა
ლაშა ფარღალავა, ზაზა ფაჩულიას აკადემიის სპორტული დირექტორი

„კარგი მწვრთნელი ბავშვთა ფსიქოლოგიაში ერკვევა და პატარებთან კომუნიკაციასაც ახერხებს. ბავშვები მგრძნობიარეები არიან, ყველაფერს აანალიზებენ. საქართველოში კვალიფიციური მწვრთნელების დეფიციტი გვაქვს. პატარები დისციპლინირებულები უნდა იყვნენ – ეს გასახდელში, მოედანზე და ადამიანებთან ურთიერთობაშიც უნდა გამოიხატებოდეს. ყველას ისე არ გაუმართლებს, როგორც ზაზას, ამიტომ, თამაშის პარალელურად, კარგად სწავლა მნიშვნელოვანია. ქართული სუპერლიგა ჯერ იმ დონის არ არის, რომ კალათბურთელს საკმარისი შემოსავალი ჰქონდეს. ბავშვებს რეგიონებში ელემენტარული სათამაშო პირობებიც არ აქვთ.“

Pepper