მთავარი ღონისძიება გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“

„კავკასიის ბიომრავალფეროვნება“

კავკასიის ბიომრავალფეროვნება
კავკასიური ბიზონი. მე-19 საუკუნის მიწურულს ქართველებმა ძროხების მოშენება დაიწყეს. ძროხებმა ბიზონებს ციმბირული წყლული გადასდეს. ბიზონები ავადმყოფობის და მონადირეების თავდასხმების შედეგად გადაშენდნენ.

ეროვნულ მუზეუმში გამოფენა – „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ გაიხსნა, სადაც კავკასიის მასშტაბით მოპოვებულ, უნიკალურ ზოოლოგიურ, ბილოგიურ და გეოლოგიურ ექსპონატებს ნახავთ.

კავკასიის ბიომრავალფეროვნება
ბატკანძერა უიშვიათესი ფრინველია. საქართველოში ალბათ, ამ ფრინველის მხოლოდ 2-3 ბუდეა. ისინი საკვებს დიდი სიმაღლიდან აგდებენ და შემდეგ მკვდარი მსხვერპლით იკვებებიან.

ბუნების ისტორიის კოლექციების შეგროვება 1852 წლიდან დაიწყო. 4 წლის შემდეგ, პირველი კავკასიური საბუნებისმეტყველო გამოფენა გაიხსნა. მოგვიანებით, ექსპონატები საფრანგეთში ერთ-ერთ გამოფენაზე გაგზავნეს, სადაც ტაქსიდერმიაში უმაღლესი დონის ნამუშევრებად შეაფასეს.

კავკასიის ბიომრავალფეროვნება
ხმელთაშუა ზღვის ვეშაპი (გამოფენაზე მისი ჩონჩხია წარმოდგენილი), რომელმაც სიკვდილი შავ ზღვაში არჩია (სიკვდილის პირას მყოფი ვეშაპები სიცოცლის დასასრულებლად ადგილს ეძებენ).

მონადირეები ცხოველებს (რომლებსაც კავკასიის მუზეუმი უკვეთდა) მუზეუმში დასადებად კლავდნენ. მოგვიანებით, ბევრი სახეობა გადაშენდა. 1972 წლიდან, ფიტულები არქივში ინახებოდა. მათი რესტავრაცია მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყეს.

თურანული ვეფხვი
თურანული (ყვითელი) ვეფხვი საქართველოში ირანიდან გადმოვიდა. ის 1922 წელს მოკლეს.

შედეგი მართლაც შთამბეჭდავია: თურანული ვეფხვი, კავკასიური ბიზონი, კავკასიური როჭო, ბატკანძერა, შურთხი, 400-კილოგრამიანი ზუთხისებრი თევზი და სხვა დანარჩენი ექსპონატი ცოცხლისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

Pepper