მთავარი ღონისძიება ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი – De La Soul

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი – De La Soul


შავი ზღვის ფესტივალი გრძელდება: ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, კონცერტის დასაწყისში Matthew Hartnett & The Gumbo All-Stars-ი ჯაზის საკუთარ ინტერპრეტაციას ახდენდა. შემდეგ სცენაზე ჯგუფი – De La Soul გამოჩნდა…

De La Soul-ი 1987 წელს შეიქმნა. ის ჯაზს, რეპს და ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს აერთიანებს. სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული, მეგობრებმა – ჯგუფის წევრებმა (Dave, Maseo და Posdnuos) კარიერა მუსიკის ამ მიმართულებით განვითარებას მიუძღვნეს.

ჯგუფ De La Soul-ის ბოლო ალბომმა – „and the Anonymous Nobody…“ – 2017 წელს, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში – „საუკეთესო რეპ ალბომი“ გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, ბათუმში ჯგუფს ერთ-ერთი მონაწილე – Dave ავადმყოფობის გამო გამოაკლდა. მიუხედავად ამისა, კონცერტი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მსმენელების მოტივირება და მათთან კომუნიკაცია ჯგუფის წევრებს ძალიან კარგად გამოუვიდათ.

კოცერტის ბოლოს De La Soul-მა მსმენელის მიმართ დიდი სიმპატია გამოხატა. კონცერტი მოგვიანებით კლუბ Take 5-ში გაგრძელდა.

Pepper.ge