მთავარი რეპორტაჟი ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი – Jemiroquai

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი – Jemiroquai


შავი ზღვის მე-11 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, 27 ივლისს, ბათუმში ჯგუფის – Jamiroquai კონცერტი ჩატარდა. საღამოს Jay Kay-ს მოსასმენად უამრავი ადამიანი მოვიდა. კონცერტი ახალი სინგლით – Shake it On დაიწყო…

1992 წელს, ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ჯგუფი – Jamiroquai, თავდაპირველად, ფანკის და ეისიდ ჯაზის ჟანრში მუშაობდა, შემდეგ კი – პოპს, როკს და ელექტრონულ მუსიკასაც ქმნიდა. ბათუმში Jemiroquai-მ სიმღერები ახალი ალბომიდან – Automaton შეასრულა, თუმცა საღამოს განმავლობაში, ცნობილი ჰიტებიც მოვისმინეთ.

კონცერტზე მოსულები ჯგუფ Jamiroquai-ს შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობდნენ. „ – რაც თავი მახსოვს, Jamiroquai-ს ვუსმენ. საქართველოში პირველად როცა ჩამოვიდა, ბილეთის სიძვირის გამო, პატარა „კონცერტი-ფართი“ მეგობრებმა სახლში მოვიწყვეთ… ყველაზე მეტად სინგლი – Alright მომწონს,“ – გვითხრა რუსკა მაყაშვილმა.

„ – ძალიან დიდი ხანია, Jamiroquai მიყვარს და ვუსმენ. დღეს მასთან „ცოცხლად“ შეხვედრა ჩემთვის საოცარ ემოციებს უკავშირდება,“ – გაგვიმხილა ეკა ჩხეიძემ.

ბათუმში, კონცერტის დროს ძალიან ცხელოდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფის – Jemiroquai წევრები სცენაზე „თბილად“ ჩაცმულები გამოვიდნენ, რაც ყველას გაუკვირდა. მათი სამოსი ახალი ალბომის – Automaton „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს, ისევე – როგორც Jay Kay-ს ქუდი, რომელიც სიმღერის დროს ფერს და ფორმას იცვლის.

Jemiroquai-ს კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ფესტივალის მომდევნო დღეს ჯგუფი –  De La Soul გვიმღერებს.

pepper.ge