მთავარი აქტუალური თემა სოციალური დაზღვეული ავტომობილები არალიცენზირებულ სერვის ცენტრებში

დაზღვეული ავტომობილები არალიცენზირებულ სერვის ცენტრებში

ავტოდაზღვევაჩვენი ქვეყანა გაუმართავი ავტომობილებით სავსეა. სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების დაწყება ოქტომბრიდან იგეგმება. ავტომფლობელთა რაიმე სახით სავალდებულო დაზღვევა როდის ამოქმედდება ჯერ გარკვეული არ არის. ბევრი მიხვდა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირია, ამიტომ სადაზღვევო კომპანიაში საკუთარი ნებით მივიდა.

ავარია

ავარია

მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის (იგულისხმება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება, რაც შეიძლება, დაზღვეულმა ავტომობილის მართვისას გარემოს მიაყენოს) გარეშე ავტომობილის მართვა დასავლეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, აიკრძალა, საქართველოში კი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, დაზარალებულს სხვისი მანქანის შეკეთებისთვის სოლიდური თანხის გადახდა უწევს, უფრო მეტიც – მას საპატრულო ჯარიმა (250 ლარი) ნებისმიერ შემთხვევაში ეკისრება.

ავარია ალდაგი დაზღვევაარის ქვეყნები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევისას პატრულის ჩარევა აუცილებელი არ არის – მხარეები ერთმანეთში თვითონ თანხმდებიან: შემთხვევის ადგილს ფოტოებს უღებენ, ნახაზს ადგენენ და სადაზღვევო კომპანიაში გზავნიან. ამ გზით პროცესი სწრაფად მთავრდება. ჩვენთან სამართალდამცველების გამოჩენას ელოდებიან, მათ მოსვლამდე კი მანქანის სავალი გზიდან გადაყვანისგან თავს იკავებენ, რადგან ადგილის მიტოვებისთვის, ორივე მხარეს 250 ლარით აჯარიმებენ, სადაზღვევო კომპანიამ კი შეიძლება ანაზღაურებაზე უარი განაცხადოს. ამის გამო, ისედაც გადატვირთული მოძრაობის დროს დამატებითი საცობი იქმნება.

პოლიცია დაზღვევა ავარიაავტოსაგზაო შემთხვევისას, სანამ სამართალდამცველები სიტუაციაში გაერკვევიან, ჯარიმას და ოქმს გამოწერენ, საკმაოდ ბევრი დრო გადის – დაზარალებულებს დიდხანს ლოდინი უწევთ. სადაზღვევო კომპანიები ზარალის ანაზღაურების პროცესს მხოლოდ პატრულის მხრიდან გამოძიების დასკვნითი ოქმის ნახვის შემდეგ იწყებენ. დასკვნის გამოტანას შეიძლება, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

პროფილაქტიკაპროცედურების თავის არიდების მიზნით, დაუზღვეველი მხარე დაზღვეულს პატრულის გამოძახებისგან თავშეკავებას სთხოვს, სანაცვლოდ კი – არასაკმარისი თანხის გადახდას, რომელიმე სერვის ცენტრში ავტომობილის უხარისხოდ შეკეთებას ან უბრალოდ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. ასეთი შემთხვევებით გამოწვეული კონფლიქტური სიტუაციები ძალიან ხშირია.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკანებისმიერ შემთხვევაში, დაზიანებული ავტომობილი არალიცენზირებულ სერვის ცენტრში ხვდება (საქართველოში სერვის ცენტრებს მუშაობისთვის ლიცენზია არ სჭირდებათ). დაბალი ხარისხის სერვის ცენტრებში გადასახადების დამალვა, მოძველებული ნაწილების გასაღება, უხარისხოდ შეკეთება, ხელოსნების არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება შესამჩნევია. მეორე მხრივ, სადაზღვევო კომპანიების პარტნიორ სერვის ცენტრებში ნებისმიერი სახის მომსახურებას ყურადღება ექცევა და ყველა დეტალი ოფიციალურად, საბუთებით ფორმდება. დაზიანებულ სავალ ნაწილებს უმეტესწილად, ახლით ანაცვლებენ.

დაზღვევა ავტო ავარია პოლიცია

ახალი სავალი ნაწილების შესაბამის ცენტრში ოფიციალურად შესყიდვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საზღვარგარეთიდან გამოწერა. ამიტომ ავტომობილის „გატოტალება“ (მთლიანი საფასურის სრულად ანაზღაურება) 40%-იანი დაზიანების შემთხვევაშიც ხდება, თუმცა დაწესებული – 70%-ია. მოგვიანებით, „ჩამოწერილი“ ავტომობილები აუქციონზე იყიდება.ავარია x6 ლიზინგი

მაზერატი ავარია დაზღვევასადაზღვევო კომპანიებს ხშირად ძვირადღირებული, „გატოტალებული“ ავტომობილების საფასურის ანაზღაურება უწევთ. ამიტომ გადასახადი ზოგჯერ 100 000 ლარზე მეტია. შემდეგ, ამ თანხის ამოღებას დაუზღვეველი დამნაშავისგან სასამართლოს დახმარებით ცდილობენ. მომხმარებელს სურს, ანგარიშზე რაც შეიძლება მეტი თანხა დაერიცხოს, მესამე პირი კი გაკოტრების საფრთხის წინაშეა.

ავტოდაზღვევა ავარიადაუზღვეველი მძღოლი ავტომობილის იაფად შეკეთებას დაბალი ხარისხის სერვის ცენტრებში ცდილობს. ამიტომ საქართველოში იაფფასიანი, დაზიანებული და გარემოს დამაბინძურებელი ავტომობილები უხვად გვყავს. არალიცენზირებული სერვის ცენტრების წარმომადგენლები ხშირად მხოლოდ მათთვის სარფიან გარიგებებს აწარმოებენ, სიტუაციის მაკონტროლებელი კი, როგორც ჩანს, არავინ არის.

ავარია

Pepper.ge