მთავარი აქტიური ცხოვრება მოგზაურობა სასტუმრო „მონტანა“ სარფში – დასვენება ზღვაზე და მთაში

სასტუმრო „მონტანა“ სარფში – დასვენება ზღვაზე და მთაში

მაშინ, როცა ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, სარფში (ჩანჩქერის მახლობლად), ახალი სასტუმროს – „მონტანა“ გახსნას გეგმავენ. აქ სტუმრები მთაშიც და ზღვაზეც ერთდროულად დაისვენებენ.

12-ოთახიან სასტუმროს, 2 წლის განმავლობაში, მანდარინის ბაღის ადგილას აშენებდნენ. აგვისტოში 40-მდე დამსვენებელს ელიან. „მონტანას“ სტუმრებს ტყეში გასეირნება შეუძლიათ. ჰაერის  ტემპერატურა, სანაპიროსთან შედარებით, 4-5 გრადუსით დაბალია.

მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური ან შემაწუხებელი მწერები საერთოდ არ შეინიშნება. სამაგიეროდ, მარტივი შესამჩნევია სიმშვიდე, ვერანდა, ბარი, ფიტნეს ოთახი, საუნა, აუზი, მზისგან დამცავი ქოლგები და რაც მთავარია, ზღვის საოცარი ხედი.

შენობასთან დაკავშირებული კიბეები (საფეხურების დაგებისას ზღვის კენჭები გამოიყენეს) 3 სხვადასხვა ზომის ფანჩატურამდე ჩაგიყვანთ, სადაც შეგიძლიათ, ბილიარდი თუ ბანქო ითამაშოთ, ფეხბურთის მატჩს უყუროთ ან რაიმე სახის გასართობი ღონისძიება ჩაატაროთ.

ზღვის სანაპიროზე სტუმრების ჩაყვანას და ასევე, აეროპორტიდან თუ სარკინიგზო სადგურიდან ტრანპორტირებასაც სასტუმროს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს (ჯავშნის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს).

ზღაპრულ გარემოში მდებარე სასტუმრო „მონტანაში“ სტუმრობის შესაძლებლობა დამსვენებლებს რამდენიმე დღეში ექნებათ. ნომრის ფასი 100$-დან დაიწყება.

pepper.ge