მთავარი სოციალური ცხოვრება მსოფლიო სიცხე – რამდენ გრადუსს უძლებს ადამიანი

სიცხე – რამდენ გრადუსს უძლებს ადამიანი

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ საუკუნის დასასრულს ადამიანები სიცხისგან დაიღუპებიან.

2100 წლისთვის ყატარში, არაბეთის ემირატებში, საუდის არაბეთსა თუ ბაჰრეინში ისეთი მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა დაფიქსირდება, რომ მასთან შედარებით, დღესდღეობით, საქართველოსთვის დამახასიათებელი ძალიან ცხელი დღე გრილად მოგვეჩვენება.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ CO2-ით ჰაერის დაბინძურება არ შემცირდება, საუკუნის ბოლოს სპარსეთის ყურეში უკვე 74-76° დაფიქსირდება. ასეთი ტემპერატურა, ერთი ცხელი დღის განმავლობაში, 6 საათს გაგრძელდება.

მსგავსი სიცხის დროს, ადამიანი ოფლის გამოყოფით ორგანიზმში ტემპერატურის დაბალანსებას ვეღარ მოახერხებს. ამ დროს ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება.

თუ ტენიანობა 50% -ზე ავა, შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში ტემპერატურა 45° აღმოჩნდეს. 100% -იანი ტენიანობისას, 35°-ის დროსაც კი ადამიანებს 75° სიცხის შეგრძნება ექნებათ.

„ – საუნაში თუ შეხვალთ და ტემპერატურას 35°-ზე დააყენებთ, ცოტა ხანს გაძლებთ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ასეთ პირობებში რამდენიმე საათი მოგიწევთ ყოფნა,“ – ამბობს ალფატი ელტაჰირი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი.

ასეთი სიცხეები ყოველდღიურად არ დაფიქსირდება. შეიძლება, წელიწადში რამდენიმე დღე გაგრძელდეს, მაგრამ ეს დღეები მოსახლეობას ჯოჯოხეთად ექცევა და ბევრი დაიღუპება კიდეც. დროთა განმავლობაში, სპარსეთის ყურედან ადამიანები გადასახლებას დაიწყებენ.

ელტაჰირის აზრით, პროცესის შეჩერება შესაძლებელია, თუ მსოფლიო ჰაერის დაბინძურებას შეწყვეტს. CO2-ის გამოშვება ჰაერში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

pePPer.ge