მთავარი სოციალური ცხოვრება მოგზაურობა ზღაპრულ სოფელში ავტომობილებს ვერსად ნახავთ

ზღაპრულ სოფელში ავტომობილებს ვერსად ნახავთ

საოცარი სოფელი გიტჰორნი(ჰოლანდია) სიმშვიდითა და უნიკალური ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. გიტჰორნში საავტომობილო გზები საერთოდ არ არის. მგზავრობა მხოლოდ ნავით ან ველოსიპედითაა შესაძლებელი. სოფელი, რომელიც დაახლოებით, 1230 წელს დაარსდა, ცნობილია, როგორც „ჰოლანდიის ვენეცია“.

სოფლის ტერიტორიის დიდ ნაწილს წყალი შეადგენს, რომელზეც 176 ხიდია აგებული. გიტჰორნში 1100 არაჩვეულებრივი სახლი დგას და 2400 ადამიანი ცხოვრობს. კარგ ამინდში ტერიტორიაზე 600-მდე მოცურავე ნავს ნახავთ – ადგილობრივები მაღაზიაში საყიდლებზე, კაფეში თუ სამსახურში ნავებით დადიან. სოფელი მსოფლიოსთვის იმის მაგალითია, რომ ავტომობილების გარეშეც არის ცხოვრება შესაძლებელი.

ტურისტები ავტომობილებს სოფლის გარეთ ტოვებენ და გიტჰორნის ტერიტორიაზე ფეხით შედიან. სიმშვიდეს მხოლოდ იხვი ან რომელიმე ჩიტი თუ დაარღვევს.