მთავარი აქტუალური თემა არქიტექტურა გერგეტის სამების საბაგირო

გერგეტის სამების საბაგირო

სტეფანწმინდაში 70-იან წლებში საბაგირო აშენდა, რომელსაც მლოცველები ქალაქიდან გერგეტის სამების ეკლესიასთან უნდა აეყვანა. სავარაუდოდ, საბაგირო მყინვარწვერის დასაწყისამდე, ე.წ. „ბეთლემის გორებამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. დაკვირვების შემდეგ, იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ საბაგირო მსოფლიო მემკვიდრეობის იერსახეს ამახინჯებდა. ასევე, საცდელი მგზავრობისას ვაგონიდან ადამიანი გადმოვარდა. ტრაგედიის შემდეგ, საბაგიროს დაშლის იდეას ადგილობრივებმაც მხარი დაუჭირეს. შედეგად დასრულებული კონსტრუქცია დაშალეს, თუმცა სტეფანწმინდაში საბაგიროს სადგურის შენობა დღემდე შემორჩენილია.

Pepper.ge