მთავარი აქტუალური თემა ფლორა დავიწყებული კრწანისის ტყე-პარკი

დავიწყებული კრწანისის ტყე-პარკი

თბილისთან ახლოს (რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ), დასასვენებელი პარკი მდებარეობს, რომელიც 210 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. 30-იან წლებში, ამ ადგილს საბჭოთა უშიშროება სხვადასხვა საქმიანობისთვის იყენებდა. 1968 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეჩხერი ხეებითა და ბუჩქებით წარმოდგენილი ჭალის ტყე რეკრეაციულ ზონად გადაკეთდა. იმ პერიოდში, გასაშენებელ მერქნიან ჯიშთა 170 სახეობის ხე-მცენარე დარგეს და დამსვენებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც (ფაცხები, დეკორატიული წყაროები, კოცონის დასანთები ადგილები, ღობე, მოედანი, სკვერი და ხელოვნური კუნძულები) შექმნეს.

ამჟამად, ტყის ტერიტორიაზე, სადაც დასვენების გარდა, მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებაც შესაძლებელია, ინფრასტრუქტურა მოშლილია. მოსახლეობა ზამთარში ხეებს აქტიურად ჭრის, ტერიტორიას ანაგვიანებს, ნადირობს (იხვებზე, კურდღლებზე…). გაველურებული კატები და ძაღლები მცირე ზომის ცხოველების პოპულაციას აფერხებენ. ნაპირსამაგრი ნაგებობების ნაწილი მდინარე მტკვარმა დააზიანა. ავტომაგისტრალის მშენებლობის შედეგად, ტყე-პარკის დამცავი ზოლი განადგურებულია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN) პარკის დაცვას აქტიურად ცდილობს. პარკისთვის დაცვითი სტატუსიც მოითხოვეს, თუმცა საკითხზე რეაგირება როდის მოხდება, ჯერ გაურკვეველია.

Pepper