ღონისძიება

მთავარი ღონისძიება
„Art-გენის“ თავგადასავალი გრძელდება: ფესტივალის მეექვსე დღეს აჭარლები - მოხდენილი ცეკვით, ხოლო გურულები ენაკვიმატი სიმღერით გამოირჩეოდნენ. ცეკვის ანსამბლი „ბეთლემი“ (ქედადან) „განდაგანას“ ასრულებდა. ანსამბლს  სახელწოდება აჭარის ერთ-ერთი მთის პატივსაცემად დაერქვა. „ - ქობულეთის თუ ხულოს მსგავსად, ჩვენც ჩვენი სპეციფიკური ცეკვა - „ცხმორისი“...
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, სამეგრელოში და თუშეთში „ჩავედით“. საღამო ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი სიმღერით და ცეკვით დაიწყო. რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჩელა“ სცენაზე „მებადურთა ცეკვით“ გამოვიდა. ანსამბლის დამაარსებელი - რეზო ბულია ლეგენდარული მოცეკვავე გახლდათ. სცენაზე 70 წლის განმავლობაში...
ფესტივალის მე-4 დღეს მონაწილეები სცენაზე სვანეთისა და ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი შემართებით გამოვიდნენ. ფოლკლორული ანსამბლი „იბერია“ მარნეულიდან  ჩამოვიდა. „ - მარნეულში ანსამბლი საერთოდ არ ჰყავდათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, შემოქმედებითად ძალიან მალე განვვითარდეთ,“ - გვითხრა „იბერიის“ ხელმძღვანელმა - კაკი ლობჟანიძემ. თავად ჯერ ლაგოდეხის...
ფესტივალი „Art-გენი“ საქართველოს კუთხეებში „მოგზაურობას“ აგრძელებს: მესამე დღე იმერეთს და მცხეთა-მთიანეთს მიეძღვნა. საღამო რეგიონიდან ჩამოსული სტუმრების საინტერესო რეპერტუარით დაიწყო... ქორეოგრაფიული ანსამბლი - „იმერეთი“ და ჯგუფი - „მასპინძელო“ სცენაზე ერთობლივად გამოვიდნენ. თერჯოლიდან ჩამოსულებმა ახალი იმერული ცეკვა შეასრულეს, რომელიც ამ რეგიონის ხასიათს...
ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ეთნოფესტივალი - „Art-გენი“ გრძელდება: ფესტივალის მეორე დღე შიდა ქართლს დაეთმო. ტრადიციულად, საღამო ფოლკლორული მუსიკის ფონზე გაიხსნა. ფოლკლორული მუსიკის ნაწილში, ყველაზე მეტი დრო ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტურ გუნდს დაეთმო, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი და მუსიკის ფოლკლორისტი - თამაზ გაბისონია ხელმძღვანელობდა. „...
17 ივლისს, გიორგი ჩიტაის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალი „Art-გენი“ ფოლკლორული მუსიკის ფონზე გაიხსნა. 8-დღიანი ფესტივალის განმავლობაში, სიმბოლურად, ყოველი დღე რომელიმე კონკრეტულ რეგიონს დაეთმობა. 17 ივლისი კახეთის და ლეჩხუმის აღმოჩნდა. „Art-გენი“ 2004 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს ფესტივალში ანსამბლები თითქმის ყველა რეგიონიდან...
დღესდღეობით, ნახატის ბეჭდვა ძირითადად, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ხდება. საქართველოში ხელით ბეჭდვის ისეთი მეთოდები, როგორიცაა სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია და გრავიურა, დიდი ხნის დავიწყებული იყო. მალე, „თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - Life N Style გაიმართება, სადაც სწორედ ამ...
კავკასიის კამერულმა ორკესტრმა, რომელიც 2008 წლამდე შეიქმნა, სამწუხაროდ, ომის შემდეგ მოღვაწეობა შეწყვიტა. წლების მერე, ორკესტრის ხელმძღვანელის - უვე ბერკემერის ორგანიზებით, დავით ნარმანიის პატრონაჟით, მერაბ თავაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მხარდაჭერით, კავკასიის კამერული ორკესტრი თბილისში, სამეფო უბნის თეატრში ფესტივალს მართავს. ფესტივალი -...
5 ივლისს, ისტორიის მუზეუმში დათო არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 65 წლისთავს მიეძღვნა. დათო სულაკაურის ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანია. მხატვარს ამერიკაში ერთ-ერთი ეკლესიის კედლებიც აქვს მოხატული. დათო სულაკაური თავის ნამუშევრებში ომის პერიოდსა და საქართველოს სხვა სოციალურ პრობლემებს საინტერესოდ ასახავს. ერთ-ერთ...
თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, 2 ივლისს ჩატარდა. რამდენიმე თვის წინ, ახალგაზრდა ქართველი მეღვინე - ვახო ფაღავა მეგობრებთან ერთად, კახეთში დაბადების დღისთვის ემზადებოდა, როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გარდაიცვალა. ფესტივალი ვახო ფაღავას ხსოვნას...