მთავარი შემოქმედება არქიტექტურა ბავშვობის ახდენილი ოცნება

ბავშვობის ახდენილი ოცნება

2014 წლის გაზაფხულზე, ფოტოგრაფმა – ფოსტერ ჰანტინგტონმა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტა. მან ზღაპრული სახლის მშენებლობა ხეზე დაიწყო. სახლის დასრულებას დაახლოებით, 1 წელი დასჭირდა.

მშენებლობის დაწყებამდე, ჰანტიგტონმა მეგობრებს დახმარება სთხოვა. ხეზე სახლის დაგეგმარება ამერიკის შტატ ვაშინგტონგში, მშობლების კუთვნილ მიწაზე დაიწყო.

სართულებიანი საცხოვრებელი კომპლექსი ორი სახლისგან შედგება, რომლებიც განსხვავებულ ხეებზეა აშენებული. მათ 8 მეტრის კიბე აკავშირებს. იქვე ნაკვერჩხალზე გასათბობი სააბაზანო და სკეიტერების გასართობი მოედანიც მოაწყვეს.

„ – ხეზე სახლი ყოველთვის მინდოდა. ვიფიქრე, მის ასაშენებლად შესაფერისი დრო იყო, -ამბობს ჰანტიგტონი, – მინდოდა ისეთი ადგილი შემექმნა, სადაც მეგობრები ყოველთვის სიხარულით მოვიდოდნენ.“

ხის სახლში ჰანტიგტონი რეგულარულად ცხოვრობს. პროექტი მას 170 000$ დაუჯდა: „ – ამ ფულით სახლს ვიყიდდი, მაგრამ არ ვნანობ. ამ სახლით ოცნება ავიხდინე!“