მთავარი სოციალური ცხოვრება ადამიანები „მტრედების სპორტი“ – უჩვეულო და აზარტული თამაში

„მტრედების სპორტი“ – უჩვეულო და აზარტული თამაში

ურთიერთკავშირი Doomen-სა და მის Doo-ს შორის, მძაფრი ემოციებით არის სავსე. დევნას და შეცდენის სურვილს ან გამარჯვება, ან მარცხი და დიდი დანაკარგი მოჰყვება

შოტლანდიელები Doo-ს იმ სახეობის მტრედს უწოდებენ, რომელსაც საპირისპირო სქესის მტრედის შეცდენა და გამრავლების მიზნით, საკუთარ ბუდეში მისი შეტყუება სჩვევია. სასურველი მტრედის ძიების მიზნით, Doomen-ი (მტრედის მფლობელი) ცაში საათობით იყურება. თან, ამ დროს მისი მტრედი (Doo) გასაფრენად უკვე მზად არის.

ედინბურგის მიდამოში, სადაც უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, ასეთი თამაშით მამები, ბავშვებთან ერთად, პოზიტიურ განწყობას იქმნიან. „ – ახალგაზრდების ჩამოყალიბებას „მტრედების სპორტი“ ხელს უწყობს – ყურადღება პოზიტივზე გადააქვთ და კრიმინალით ნაკლებად ინტერესდებიან,“ – ამბობს ფოტოგრაფი და პროექტის ავტორი  – რობერტ ორმეროდი.

შოტლანდიელებმა მტრედებით თამაში ვიქტორიანულ ეპოქაში დაიწყეს. თამაშს მამები შვილებს ასწავლიდნენ და ასე, თაობებს გადაეცა. თამაშის წესების მიხედვით, კარგ ამინდში Doomen-ი საკუთარ მტრედს ჰაერში აფრენს, რომელსაც თავის სახლში ან ეზოში აცხოვრებს. სხვა Doomen-ი ზუსტად ამ დროს ელოდება: როგორც კი ჰაერში მტრედს შეამჩნევს, საკუთარ მტრედს სანადიროდ უშვებს. თან, ფრინველის ხმის იმიტირებას ახდენს და თავის მტრედს მოტივაციას უმაღლებს. მტრედები ერთმანეთის შეცდენას იწყებენ. როგორც კი ფრინველები სახლს მიუახლოვდებიან, Doomen-ი მტრედებს იჭერს – მას ერთი მტრედით მეტი ჰყავს და გამარჯვებულია.

მოგვიანებით, ჩიტები გასაყიდად გაჰყავთ. ყოფილ მფლობელს მტრედის გამოსყიდვა და დაბრუნება შეუძლია. მტრედების გაზრდა, გაწვრთნა და მოვლა ხანგრძლივი პროცესია და ბევრი დრო სჭირდება. „ – ჩემპიონი მტრედის დაჭერა საოცარი შეგრძნება ყოფილა,“-  ამბობს რობერტი.

Doomen-ის  ცხოვრება მტრედებით იწყება და მტრედებით მთავრდება. თამაში ძალიან აზარტულია და კარგად გაწვრთნილი მტრედის წყალობით, შემოსავლის გაჩენაც შესაძლებელია.