მთავარი აქტუალური თემა ფაუნა ძროხების უმოძრაო ცხოვრების წესი ფერმაში

ძროხების უმოძრაო ცხოვრების წესი ფერმაში

ძროხა,ფერმა,ნიბაჩვენს ქვეყანაში, ძროხების ფერმებში მეტი პროდუქტულობისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ საქონელს უვლიან. ფერმერები მიწის საკმაოდ დიდ ფართობს ფლობენ ან ქირაობენ, რომ ბალახი დათესონ და პირუტყვისთვის საკვები მთელი წლისთვის მოიმარაგონ. ასეთი ფერმა სოფელ კუმისშიც მდებარეობს, სადაც ჰოლანდიური ძროხები 6-7 წლის განმავლობაში სტაბილურად იწველებიან.

ძროხა,ფერმა,ნიბა

ქართული ჯიშის ძროხები (კავკასიური წაბლა, შვიდსი) ინდუსტრიაში ნაკლებად პროდუქტულები არიან. ქართველი ფერმერები ჰოლანდიურ ძროხებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც დღეში 2-ჯერ მეტი რძის გამომუშავებას ახერხებენ.

ძროხა,ფერმა,ნიბა ძროხა,ფერმა,ნიბა

დღის განმავლობაში, ჰოლანდიური ჯიშის ძროხას (ჰოლშტინი) 2-ჯერ წველიან და ჯამში, 30 ლ. რძეს იღებენ (თითო ჯერზე, ოთხივე ძუძუზე სპეციალურ აპარატს უკეთებენ, რომელიც 15 კგ. რძეს „ქაჩავს“). ყველის ხარისხი და რაოდენობა რძის სიმკვრივესა და ცხიმიანობაზეა დამოკიდებული. ჰოლანდიური ძროხის რძე ნაკლებად ცხიმიანია. პასტერიზირებული რძის ნაწარმი უმაღლესი ხარისხის გამოდის, რაც შემდეგ, გასაყიდად მარკეტების დახლებზე ხვდება.

ძროხა,ფერმა,ნიბა

ძროხები სიცივეს უძლებენ. ამიტომ ფერმები უმეტესწილად, ღია შენობებშია განთავსებული. პირუტყვს შენობაშივე, გასეირნების გარეშე კვებავენ. მათ დღეში 20 კგ. სპეციალურ, მშრალ საკვებს (დამჟავებულ ბალახს, რომელიც ქერს, მზესუმზირას და სხვადასხვა ვიტამინს შეიცავს) აძლევენ. რეჟიმს შეჩვეული ძროხები რძეს წელიწადის ნებისმიერ დროს სტაბილურად იწველებიან.

ძროხა,ფერმა,ნიბა ძროხა,ფერმა,ნიბაძროხა საინტერესო კვების მანერით გამოირჩევა: მას საკვები ჯერ მუცელში გადააქვს და ჭამას მოგვიანებით იწყებს. მუცლიდან ბალახს პირის ღრუში აბრუნებს, ღეჭავს და შემდეგ ისევ ყლაპავს. ეს პროცესი დღეში 8 საათის განმავლობაში გრძელდება. პირუტყვს თივას დღეში ორჯერ – დილით და საღამოს უყრიან. სამწუხაროდ, უმოძრაობა (წესით მინიმუმ, 3 საათი უნდა ისეირნონ) ჩლიქების გამოშრობას იწვევს. ამიტომ ფერმის თანამშრომლებს პერიოდულად, ძროხებისთვის ჩლიქების დამუშავება უწევთ.

ძროხა,ფერმა,ნიბა

შესაძლოა, პირუტყვს სხვა, უფრო საშიში დაავადებებიც დაემართოს, მაგალითად – პიროპლაზმოზი (ცხელება), თურქული ინფექციური დაავადება, ციმბირის წყლული (თუ გავრცელდა, მთელ ფერმას ანადგურებენ), დერმატიტი (ყვავილი), ჰიპრობოვისი (რამდენიმე დაავადებას მოიცავს) და ა.შ. დაავადებების საწინააღმდეგო აცრები ყოველ მე-7 თვეს კეთდება. უყურადღებობა ინფექციის რძეში გადატანას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ, ადამიანების (ვინც რძის ნაწარმს მიირთმევს) ჯანმრთელობაზეც აისახება.

ძროხა,ფერმა,ნიბასაქართველოში გამრავლებული, გაზარმაცებული ჰოლანდიური ძროხები ბუღის სიმძიმეს ვერ უძლებენ და ფეხები ეკეცებათ. ამიტომ ფერმის წარმომადგენლებს განაყოფიერებისთვის გამზადებული (ლაბორატორიაში გაფილტრული) სპერმა საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ, რომელიც დედალი ხბოს გაჩენის ალბათობას 80%-მდე ზრდის. დაბადებისთანავე ხბოს დედას აშორებენ და ცალკე მიჰყავთ. დაგვიანებით განშორებას დედა რთულად გადაიტანს და რძეს ნაკლებად მოიწველება, ხბო კი ცალკე პრობლემებს შექმნის.

ძროხა,ფერმა,ნიბა

მამრებს ზრდიან, ასუქებენ, მოგვიანებით კი კლავენ და ხორცად ასაღებენ. ერთი ჰოლანდიური ძროხის ფასი 6300 ლარია. ის, საჭირო ყურადღებისა და ზრუნვის შემთხვევაში, მაღალი ფინანსური შემოსავლის წყაროა.

Pepper