მთავარი აქტიური ცხოვრება მედიცინა უშვილობიდან ახალ სიცოცხლემდე – კლინიკა „ინ ვიტროს“ მიღწევები

უშვილობიდან ახალ სიცოცხლემდე – კლინიკა „ინ ვიტროს“ მიღწევები

გილოცავთ! თქვენ ფეხმძიმედ ხართ! – ეს ის სიტყვებია, რომლის მოსმენაც კლინიკა – ,,ინ ვიტრო“ – ს პაციენტებს ხშირად უწევთ. ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი კლინიკა პაციენტებს 18 წლიანი გამოცდილებით ემსახურება. კლინიკა, სადაც მომავალი დედები ემოციებს ვერ მალავენ, 2010 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და დღეს მისი პროფესიონალი გუნდის წყალობით თუ კლინიკაში დანერგილი მეთოდებით, 5 000 -ზე მეტი ბავშვია დაბადებული. ორსულობის მოლოდინში, მისაღებში უამრავი პაციენტი დამხვდა. პაციენტების ნდობა რომ ეჭვგარეშეა, ამაში თავად დავრწმუნდი.

ფოტოები, რომლებიც კლინიკის ინტერიერს კიდევ უფრო აცოცხლებს, გულგრილს ვერავის დატოვებს. მით უმეტეს, პაციენტებს, რომლებმაც კლინიკას მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ მიმართეს. ჩემს სტუმრობას დაემთხვა ,,ინ ვიტრო“ – ს პროფესიონალი გუნდის წყალობით დაბადებული პატარას სტუმრობაც. როგორც რეპროდუქტოლოგმა და მეან-გინეკოლოგმა თეონა ანთიამ გვიამბო, წყვილმა კლინიკას 5 წლიანი უშვილობის შემდეგ მიმართა. გოგონა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად შეეძინათ.

ნატალია ხონელიძე

კლინიკის დამფუძნებლების, რეპროდუქტოლოგებისა და მეან-გინეკოლოგების, ნატალია ხონელიძისა და გია ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით, კლინიკა ,,ინ ვიტრო“ – ში ხელოვნური განაყოფიერების გარდა, დღეს არაერთი წარმატებული ოპერაცია ტარდება.

გია ცაგარეიშვილი

კლინიკა ”ინ ვიტრო” სანდო და პაციენტების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ექიმებით არის დაკომპლექტებული. ამ საქმეში ლიდერები ვართ. ჩვენი გუნდის წყალობით ათასობით წყვილი გაბედნიერდა, რაც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების დასტურია . ყველასთვის ცნობილია, რომ უშვილობის პერიოდი წყვილისთვის ძალიან ემოციური და სტრესულია. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კლინიკაში არსებული მშვიდი გარემო და ექიმების პროფესიონალიზმი. კლინიკა ,,ინ ვიტროს“ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან – არ ალოდინონ ვიზიტების დროს და მკურნალობის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს“ – აღნიშნა კლინიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რეპროდუქტოლოგმა და მეან-გინეკოლოგმა, ნატალია ხონელიძემ.

კლინიკის მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ხაბეიშვილი პირველად ქირურგიული განყოფილებისკენ გაგვიძღვა. საოპერაციოში ჰისტეროსკოპია ტარდებოდა, რაც საშვილოსნოს ღრუს დათვალიერებასა და არსებული პრობლემის აღმოფხვრას ითვალისწინებს. ქირურგმა, ლაპაროსკოპისტმა და მეან-გინეკოლოგმა, გიორგი დოლიძემ ოპერაცია, რომელიც 32 წლის პაციენტს ჩაუტარდა, 20 წუთში დაასრულა. დიაგნოზი პირველადი უშვილობა იყო. საშვილოსნოდან ქსოვილის გამოტანა მოხდა და როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, შემდგომ მენსტრუალურ ციკლში პაციენტი ხელოვნური განაყოფიერებისთვის მოემზადება. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ , ფიზიოლოგიურად დაფეხმძიმების შანსი იზრდება, თუმცა დიაგნოზის გათვალისწინებით, უპირატესობით ხელოვნური განაყოფიერება სარგებლობს.

როგორც ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ზურაბ ვაშაკიძემ აღნიშნა, საშვილოსნოს ღრუში პაციენტს პოლიპი აღმოაჩნდა, რაც უშვილობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია. ,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აღნიშნული პრობლემა ხშირია, თუმცა წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია ორსულობით სრულდება“ – გვითხრა ბატონმა ზურამ. პოლიპის გამომწვევი მიზეზი დღეისათვის დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს იმის ალბათობა, რომ მას, როგორც ჰორმონალური დისბალანსი, ასევე გენეტიკაც იწვევს. პოლიპის ავთვისებიანობაში გადასვლის რისკი მცირეა, თუმცა დიდი შანსია, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი გახდეს.

კლინიკაში ჩემი სტუმრობის დღეს, მეან-გინეკოლოგმა, ნინო სამსეიშვილმა 41 წლის ქალბატონს, კვერცხუჯრედების მიღების მიზნით საკვერცხეების პუნქცია ჩაუტარა. აღნიშნული პროცესი ინტრავენური ნარკოზით ტარდება და რამოდენიმე წუთს მიმდინარეობს. ამ ეტაპამდე კი წყვილს გამოკვლევებისა და უშვილობის მიზეზის დასადგენად, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

საკვერცხეების პუნქცია ჩაუტარდა 31 წლის პაციენტსაც, რომელსაც 5 წლიანი ქორწინების პერიოდში ორსულობა არ ჰქონია. რეპროდუქტოლოგისა და მეან-გინეკოლოგის, ნათია ფოფხაძის თქმით, პაციენტმა ,,ინ ვიტრო“ კლინიკას 6 თვის წინ მიმართა. საჭირო ეტაპების შემდეგ, ამჯერად უკვე საკვერცხეების სტიმულაცია და ტრანსვაგინალური პუნქცია ჩაუტარდა, რაც ხელოვნურად მომწიფებული ფოლიკულებიდან სითხის ასპირაციას ითვალისწინებს. სითხე კვერცხუჯრედების კულტივირების მიზნით ემბრიოლოგს გადაეცა. აღნიშნული პროცესიდან რამოდენიმე საათში კვერცხუჯრედებში სპერმატოზოიდების ინექცია განხორციელდა. კვერცხუჯრედის განაყოფიერებით მიღებული ემბრიონი საშვილოსნოში 3 დღეში გადაიტანეს.

ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა. ამიტომ, ამ დროს პაციენტს არ აძინებენ. კათეტერიდან, სადაც ემბრიონებია მოთავსებული, პაციენტის ასაკიდან და ემბრიონის ხარისხიდან გამომდინარე, საშვილოსნოში ერთი, ორი ან იშვიათ შემთხვევაში სამი ემბრიონის გადატანა ხდება. პროცესი ულტრაბგერითი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. ,,ემბრიო ტრანსფერი“ არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი პროცედურის შემდეგ, 12 დღის განმავლობაში საწოლს უნდა იყოს მიჯაჭვული. უბრალოდ ამ პერიოდში ღებულობს პრეპარატებს, იკვებება სათანადოდ და პროცედურიდან 10-12 დღეში ორსულობასთან დაკავშირებით პასუხს, სისხლის ანალიზის შემდეგ იგებს. უმეტეს შემთხვევაში, ორსულობა დადებითია“ – აღნიშნა მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა და აკადემიურმა დოქტორმა მედიცინაში, ანი მორჩილაძემ.

ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას ერთი ექიმი ასრულებს, თუმცა მასთან ერთად საქმეში სხვა ექიმებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

– ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საკვერცხეებისა და საშვილოსნოს სწორი მომზადება, ასევე – ზუსტი დროის შერჩევა საკვერცხეების სტიმულაციის დაწყებისათვის, – აღნიშნა რეპროდუქტოლოგმა, მეან-გინეკოლოგმა – ქეთევან კაკაშვილმა, რომელმაც საკვერცხეების სუპერსტიმულაციამდე, საკვერცხის ცისტის ასპირაცია ჩაატარა.

ოთახი, სადაც ემბრიონების შექმნა ხდება, სანიტარული ზომები მკაცრად კონტროლირებადია, ისევე როგორც მთელ კლინიკაში.

პროცესს კი ფაქტობრივად მთელი დღე სჭირდება. ემბრიოლოგები ლაბორატორიაში უახლესი თაობის დანადგარებით სარგებლობენ. ,,განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მოთავსების შემდეგ, როცა ორსულობა დგება, ეს ჩვენთვისაც და პაციენტისთვისაც, რომელიც შვილის დაბადებას წლები ელოდება, ენით აღუწერელი ემოციაა! ჩვენ დასაბამს ვაძლევთ სიცოცხლეს! შეუდარებელი განცდაა! საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები, განსხვავებულები არიან, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია“ -გვითხრა ემბრიოლოგმა, ლალიკო ხარაბაძემ.

,,20 წლიანი გამოცდილების ფონზე უამრავი ემოცია დამიგროვდა. ჩვენი პირველი ბავშვი 2 000 წელს დაიბადა. 15-20 წლის უშვილობის შემდეგაც მოუმართავთ და ,,ინ ვიტრო“-ს წყალობით, ბევრი ადამიანი გაბედნიერებულა. ჩვენს კლინიკაში ნანატრი ბავშვები იბადებიან“ – აღნიშნა ემბრიოლოგმა მაია ქოიავამ.

„რეპროდუქტოლოგისა და ემბრიოლოგის ურთიერთშეთანხმებული მუშობის შედეგად, ხშირად ვაღწევთ ორსულობას არაერთი წარუმატებელი ინ ვიტრო ციკლების მქონე პაციენტებშიც, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ემბრიონსა და საშვილოსნოს ღრუს ვეხმარებით, შედგეს მათ შორის „დიალოგი’’ დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით,’’ – აღნიშნავს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი და ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრი – ქეთევან ქანთარია.

მედიცინის დოქტორის, მეან გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და პოლიკლინიკური განყოფილების ხელმძღვანელის, ნანი მარსაგიშვილის თქმით, ხელოვნური განაყოფიერებით გამოწვეული და ფიზიოლოგიური ორსულობის პროცესი ერთნაირია. ერთადერთი გამონაკლისი კი ფეხმძიმობის პირველი სამი თვეა, როდესაც ხელოვნური გზით მიღებულ ორსულობას შეიძლება უმნიშვნელოდ მეტი ყურადღება დასჭირდეს.

ნანი მარსაგიშვილი

მისამართი:
თბილისი – ლუბლიანას 2/6
ბათუმი – ვახტანგ გორგასლის 159ბ
ტელ: (032) 2 15 77 77

www.invitro.ge
facebook – In Vitro Fertilization

pePPer.ge