მთავარი აქტუალური თემა სოციალური სასმელ წყალს ყოველდღიურად აბინძურებენ

სასმელ წყალს ყოველდღიურად აბინძურებენ

ფოტოგრაფი მუსტაფა აბდულაზიზი საკუთარი პროექტით – Water, რომლის განსახორციელებლად, მისი აზრით, 15 წელიწადი (2011-2026) სჭირდება, ცდილობს, რომ სიტყვები – „როგორი მსოფლიოც დაგვიტოვეს, ისეთი უნდა დავტოვოთ, “ – ფოტოებით გადმოგვცეს:

ჩინეთი

ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკაში პირველობის ამბიცია აქვს, ბუნებრივ რესურსებზე სისტემატურად ძალადობს. ხეების გაჩეხვასა და ნიადაგის ექსპლუატაციასთან ერთად, ჩინეთში წყალს ყოველდღიურად აბინძურებენ.

ეთიოპია

ეთიოპიის მთავრობა ცხოვრების დაბალი დონის ფონზე, „ნილოსის შეთანხმების“ დარღვევას ცდილობს, რომელიც უფრო ადრინდელი შეთანხმების (1829 წ.) გაგრძელებაა და ნილოსის წყლებზე თავისუფალ წვდომას მხოლოდ ირიგაციისთვის, დასალევად და ენერგეტიკული პროექტებისთვის ითვალისწინებს.

ნიგერია

აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა 2050 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობით, მსოფლიოს სამეულში შევა. დღევანდელი მონაცემებით, 60 მილიონი ნიგერიელი სასმელ წყალზე წვდომის გარეშე ცხოვრობს.

ბრაზილია

ბრაზილია ბუნებრივი წყლის მარაგით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან ერთად, სასმელ წყალზე მოთხოვნაც იზრდება, თუმცა მთავრობა მის განაწილებას თავს ვერ აბამს. წყლის ძალიან დაბალი დონის გაყვანილობა  ხშირად მაცხოვრებლების უწყლოდ დატოვებას იწვევს.

პაკისტანი

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველი ბირთვული ომი დედამიწაზე ამერიკას და რუსეთს შორის უკრაინისა დაა სირიის გამო კი არა, პაკისტანსა და ინდოეთს შორის წყლის გამო მოხდება.

ინდოეთი

ინდოეთის მოსახლეობა ამერიკისას 3,5-ჯერ აღემატება, რაც ბუნებრივ რესურსებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ქვეყანაში დაავადებების 21% დაბინძურებული სასმელი წყლის ბრალია, რომელიც სისუფთავის დაწესებულ სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება.

სიერა-ლეონე

სასმელ წყალზე წვდომა ქვეყანაში შეზღუდულია. კვლევებმა აჩვენა რომ ამ მხრივ, ქალაქების მოსახლეობის მხოლოდ 84%-ია დაკმაყოფილებული, რეგიონებში კი – 32%.

აშშ

ჩრდილოეთ ამერიკაში წყლის დეფიციტია, რაც მთავრობას ათობით მილიარდი დოლარი უჯდება. ნავთობისა და გაზის საბადოების 36% სწორედ იქ მდებარეობს, სადაც ბუნებრივი წყლის ნაკლებობაა.

ადამიანი არამიზანმიმართულად, ბუნების ჰარმონიულობას არღვევს,შემდეგ კი ბუნებრივი რესურსების დანაკლისს განიცდის. ჩვენთვის საზიანო პროცესში მილიონობით ადამიანი აქტიურად არის ჩართული.