მთავარი აქტუალური თემა სოციალური აუზში წყლის გაჯანმრთელების შესაძლებლობები

აუზში წყლის გაჯანმრთელების შესაძლებლობები

აუზი

კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი – „ლაგუნა ვერე“ თბილისში, 1978 წელს გაიხსნა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, კომპლექსი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო და ქალაქში, ბევრისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. მას შემდეგ საცურაო აუზების რაოდენობამ იმატა, მაგრამ აუზზე ვიზიტი შედარებით გაძვირდა.

აუზიმოსახლეობა არჩევანს დასასვენებელ და სპორტულ საცურაო აუზებს შორის აკეთებს. ზოგიერთი აუზი საერთაშორისო ოლიმპიურ სტანდარტებს (Fina) სრულად აკმაყოფილებს, თუმცა წყლის მოვლა მხოლოდ მეპატრონეს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.

აუზიწყალზე ზრუნვა სხვადასხვა სახეობის ქიმიური საშუალებებით ხდება. ამიტომ შეიძლება, 1 წელი გამოცვლა არ დასჭირდეს. ქიმიური საშუალებების უმთავრესი კომპონენტი თავისუფალი ქლორი გახლავთ. მისი დახმარებით, წყალში ბაქტერია ქრება. შესაბამისად, თუ ქლორის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია, ცურვისას ინფიცირება თითქმის წარმოუდგენელია.

აუზიქლორი ადამიანისთვის მავნებელი არ არის, მაგრამ შეიძლება, ალერგიული აღმოჩნდეს – თვალების წვა გამოიწვიოს ან კანი გააღიზიანოს. თუ ქლორს დიდი რაოდენობით ბაქტერიასთან შებრძოლება უწევს და Ph-ი (მჟავის და ტუტეს ბალანსი) დარეგულირებული არ არის, აუზზე მძაფრი სუნი ჩნდება. ჭარბი ტუტის შემთხვევაში, კანი გამოშრობას და აქერცვლას იწყებს. გამომშრალი კანი ქლორით ადვილად ღიზიანდება. ასევე, დაბინძრებულ წყალში წყალმცენარეები ან მიკროორგანიზმები ჩნდებიან, მათ წინააღმდეგ ალგეციდი გამოიყენება.

აუზიწყალში დასუფთავებისთვის საჭირო ქიმიკატების აუცილებლობას დოზატორი ან უბრალო ტესტერიც განსაზღვრავს. ტესტერის თან ტარება და წყლის სისუფთავის დადგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აუზის წყალს ქიმიურ ნივთიერებებს (ქლორი, Ph+, Ph-, შოქლორი, კოაგულანტი, ალბა, ტაბლეტები და ა.შ.) კვირაში ერთხელ ამატებენ. საშუალო თვიური ხარჯი 500-დან 1200 ლარამდე მერყეობს. დასუფთავების ინტენსივობა აუზზე ვიზიტორთა რაოდენობაზე და ამინდზეცაა (თუ ღია ცის ქვეშ არის) დამოკიდებული.

აუზიაუზი სიბინძურისგან ფილტრების დახმარებითაც იწმინდება. ყოველი 4-5 საათის განმავლობაში, წყალი  ფილტრაციის სისტემაში მთლიანად გაივლის. იმის შესაბამისად, თუ როგორი დატვირთით მუშაობს აუზი, ფილტრების რაოდენობა თუ ზომა იცვლება. 50მ. სიგრძის  აუზს შეიძლება 8 ფილტრი დასჭირდეს, რომლის სიმაღლე 30სმ-დან 2მ-მდე განსხვავდება. ცალკე ფილტრს ყოველდღე ან 3 დღეში ერთხელ წმენდენ.

აუზირასაც ფილტრი ვერ წმენდს (მაგალითად – ქვიშა), პერსონალი ხელით ასუფთავებს ან ამისთვის აუზის სპეციალურ რობოტებს იყენებენ. რობოტები მტვერსასრუტის ფუნქციას ასრულებენ და საკმაოდ ეფექტურებიც არიან. მათი ღირებულება საგრძნობლად მაღალია. ამიტომ უფრო ხშირად ხელით წმენდის მეთოდს მიმართავენ.

აუზიროგორც მიხვდით, დასუფთავების პროცესი კომპლექსურია – რამდენიმე ეტაპისგან შედგება. აუზის მფლობელებს კონტროლის გარეშე, თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ამიტომ თანხას დასუფთავებაში დაზოგავენ თუ არა, ამას დამოუკიდებლად წყვეტენ. აღსანიშნავია, რომ მათ ჩვენთან ამ თემაზე საუბარს თავი აარიდეს. აუზების უმრავლესობა ვიზუალურად კარგად გამოიყურება, თუმცა ცხადია, ჯანმრთელი წყალი კარგ დიზაინთან დაკავშირებული არ არის.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Pepper