მთავარი აქტუალური თემა სოციალური როცა მერი ქალაქს სასიკეთოდ ცვლის

როცა მერი ქალაქს სასიკეთოდ ცვლის

მსოფლიოში, ადგილობრივ ლიდერებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ. არსებობს ქალაქები, სადაც მერი თავისი წინდახედულებითა და ენთუზიაზმით, ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლას ახერხებს. pepper.ge რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:

იანის ბუტარისი (სალონიკი, საბერძნეთი)

ბუტარისი „ტრადიციულ“ პოლიტიკოსად არ წარმოგვიდგება: მას უბრალო სამაჯურები უკეთია, ბრილიანტის საყურეს ატარებს და ხვლიკის გამოსახულების ტატუც აქვს.

ის გამოცდილი პოლიტიკოსების გამოწვევებს მწვავედ უპირისპირდება. როცა მერის პოსტი დაიკავა (2011 წ.), ფინანსური დეფიციტის მიუხედავად (100 მილიონი ევრო), ბუტარისმა ქალაქის ბიუჯეტი დააბალანსა, ტურიზმი აღადგინა და კორუფციას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. თუკი ბუტარისი ასე გააგრძელებს, მალე სალონიკი, როგორც ოდესღაც, ბიზანტიის აყვავებულ, სამაგალითო ქალაქს დაემსგავსება.

თრი რისმაარინი (სურაბაია, ინდონეზია)

სურაბაიას მერს მეტსახელი „დედა რისმა“ დამსახურებულად შეარქვეს – ის ქალაქს საკუთარი შვილივით უვლის. ცნობილია, რომ დილის 6-ის ნახევარზე, ქუჩას ნაგვისგან ასუფთავებს, ბავშვებს სწავლისკენ მოუწოდებს და საცობების გაკონტროლებას დამოუკიდებლად ცდილობს.

წარსულში დაგეგმარების სამსახურის უფროსი საერთო მოხმარებისთვის გამოყოფილი სივრცეების მოწყობით გახდა ცნობილი. ამჟამად, ქალაქში 11 პარკია. ისინი ერთმანეთისგან თემატურად განსხვავდება (მაგალითად – პარკები ბუნებაში სეირნობისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, ველოსიპედისტებისთვის…). „დედა რისმას“ მიერ მერის პოსტის დაკავების შემდეგ (2010 წ.), ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა 7.5% -ით გაიზარდა.

ქალაქის განვითარების შესახებ რისმას გეგმა ჯერ კიდევ შესასრულებელია. მისი მიზანია, ზღვისპირა ქალაქს ვაჭრობაში ისეთი წარმატებული პერიოდი დაუბრუნდეს, როცა ჰოლანდიელები, იაპონელები და ბრიტანელები ქალაქში ვაჭრობისთვის პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ. პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, რისმამ ქალაქში პორტის აღმშენებლობას ლობირება გაუწია და მალე საპორტო მიმოსვლამ 200%-ით იმატა. ამ დამსახურებებისთვის სურაბაიას მერმა 2011 წლის დაჯილდოებაში – Globe Asia Women Leader Award გაიმარჯვა კიდეც.

კლაუს ვოვერაიტი (ბერლინი, გერმანია)

როცა კლაუს ვოვერაიტი არჩევნების დროს საკუთარ კანდიდატურას ამაყად წარადგენდა, თქვა: „მე გეი ვარ და ეს პრობლემა საერთოდ არ არის.“ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პოლიტიკოსი სექსუალურ ორიენტაციას ღიად აცხადებდა. 2 წლის შემდეგ, კლაუსმა გამოაცხადა: „ბერლინი ღარიბია, მაგრამ – სექსუალური.“ მისი ამ სიტყვების გამო, The New York Times-ი წერდა: „ბერლინის კიდევ ერთი არაოფიციალური სლოგანი.“

როდესაც ვოვერაიტი მერად მესამედ (2011 წ.) აირჩიეს, ბერლინი სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა: უმუშევრობის დონე მაღალი იყო, რეგიონებიდან ჩამოსვლა – გართულებული, სკოლებს კი დაბალი რეიტინგი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავისი ქარიზმატულობის ფონზე, ვოვერაიტმა ინვესტიციების მოზიდვა და სიტუაციის გაუმჯობესება მოახერხა.

ნაჰიდ ნენში (კალგარი, კანადა)

ნაჰიდ ნენში ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი მუსლიმი მერი იყო. თავად კალგარი ყველაზე კონსერვატიული ქალაქია. ინტერვიუს დროს ნენში ამბობდა, რომ მისი წარმომავლობა ამომრჩევლებს არ აინტერესებდათ – მთავარი ქალაქთან დაკავშირებული გეგმები იყო.

მართალია, მის წინააღმდეგ უძრავი ქონების დეველოპერები გამოდიოდნენ, მაგრამ ის ქალაქში პოპულარობას იხვეჭდა. ძალაუფლების მიხედვით, პრემიერის შემდეგ, ნაჰიდ ნენში კანადაში მეორე ადგილს იკავებს.

ანე იდალგო (პარიზი, საფრანგეთი)

ანე იდალგო პარიზის პირველი ქალი მერია. მისმა ბაბუამ ფრანკოს ფაშისტურ ესპანეთს (1937 წ.), ოჯახთან ერთად, ვირზე ამხედრებულმა დააღწია თავი. მოგვიანებით, საცხოვრებლად ესპანეთიდან საფრანგეთში გადავიდნენ, როცა ანე ჯერ კიდევ 2 წლის გახლდათ. საფრანგეთში სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ.

მერი ამბობდა, რომ მისი ბავშვობის ამბავი მოტივაციას აძლევდა, რომ ქალაქის დაგეგმარებაში მონაწილეობა მიეღო. როგორც კი ანემ მერის პოსტი დაიკავა, სოციალურად დაუცველთათვის საცხოვრებლების შექმნას შეუდგა. გარდა ამისა, ტერიტორიების გამწვანებას, ასევე – ქალაქში მოპედებისა და ელექტრომობილების მატებას ცდილობდა.

გუსტავო პეტრო (ბოგოტა, კოლუმბია)

სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობის შემდეგ (მაგალითად – guerrilla,M-19), გუსტავო პეტრო რეპუტაციას სტატუს-კვოს წინააღმდეგ გამოსვლებითა და მთავრობის წევრების ეჭვქვეშ დაყენებით იძენდა. 1985 წელს, guerilla-ს სასასამართლოს წინაღმდეგ აჯანყებისას, რასაც პიროვნებების „გაქრობა“ მოჰყვა, პეტრო პოლიტიკოსის რანგში ოფიციალურად გამოვიდა და მშვიდობის დამყარებას ცდილობდა. საბოლოოდ, აჯანყებულებმა უკან დაიხიეს.

მერობის არჩევნების შემდგეგ (2011 წ.), პეტრო (მემარცხენე მერი), ქვეყნის კონსერვატიულ ორგანიზაციას დაუპირისპირდა. ის კონსტიტუციური უფლებების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს, როცა პეტრო კერძო საკუთრებაში არსებული სანაგვე მანქანების მერიის დაქვემდებარებაში გადატანას ცდილობდა. ამ კონფლიქტის გამო, მერი პოსტიდან გაათავისუფლეს. გუსტავო პეტრო ბოგოტას კეთილდღეობისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს.

ენის პარკერი (ჰიუსტონი, აშშ)

პარკერის შესახებ ამობენ, რომ ის ნამდვილი დემოკრატია, ასევე – პირველი ქალი მერი ამერიკაში, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ლესბოსელია. წარსულში ნავთობის ბიზნესში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. ამიტომ ბიზნესის სფეროში საკმაოდ გამოცდილია.

პარკერის გავლენა ჰიუსტონსაც გასცდა: ის ბარაკ ობამას წინააღმდეგ გამოვიდა (2011 წ.), რომ გეების ქორწილის დაკანონება დაეჩქარებინათ. შემდეგ ხალხზე გავლენა მოახდინა, რომ ჯამრთელობის დაზღვევაზე რაც შეიძლება, სწრაფად ეზრუნათ. ქალაქ ჰიუსტონში საკმაოდ დიდი რაოდენობით ნავთობს გამოიმუშავებენ. მიუხედევად ამისა, მერმა მოახერხა და კლიმატის დაცვის მიმართულებით, ჯილდო მოიპოვა.

მაურისიო მაკრი (ბუენოს აირესი, არგენტინა)

მაურისიო მაკრიმ პოლიტიკის სფეროში მუშაობა გატაცების (გამოსასყიდის მოთხოვნით) შემდეგ გადაწყვიტა (1991 წ). მან პოპულარობა 10 წლის განმავლობაში, ფეხბურთის კლუბ „ბოკა ჰუნიორსის“ მართველობის პერიოდში მოიპოვა, როცა მისი მეურვეობის დროს, გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია. მაურისიო მაკრი ბუენოს აირესის მერად პირველად 2007 წელს აირჩიეს, ხოლო მეორედ – 2011 წელს.

მერობის პერიოდში, მას კანონთან პრობლემებიც შეექმნა – 2010 წელს უკანონო მოსმენები დააბრალეს. პრობლემების მიუხედავად, მაკრი 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. გამარჯვებაში თავისი მიღწევები დაეხმარა: მერობისას მან დატბორვის წინააღმდეგ ფონდი შექმნა, ველოსიპედებისთვის დამატებით გზები გაიყვანა და ქალაქის პოლიცია განავითარა.

pepper.ge