მთავარი ღონისძიება ფესტივალი Bluesfest – Lil Jimmy Reed

Bluesfest – Lil Jimmy Reed

საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალის მორიგ სტუმარს – ლეონ ატკინსს ტრადიციული ლუიზიანური ბლუზის ბოლო წარმომადგენლად მიიჩნევენ. ის 81 წლის გახლავთ.

„პატარა ჯიმი რიდი“ მაშინ დაარქვეს, როცა ბლუზის ლეგენდარული შემსრულებლის – ჯიმი რიდის ნაცვლად, რამდენიმე კონცერტი გამართა (ჯიმი ზედმეტად ნასვამი იყო).

„მამაჩემმა გიტარა ორშაბათს მაჩუქა და შაბათს უკვე სრულფასოვნად ვუკრავდი. მუსიკას ყოველთვის ვგრძნობდი. ბლუზი ჩემი ცხოვრების ყველა ეპიზოდს მოიცავს,“ – გვითხრა ატკინსმა. Lil Jimmy Reed-ი მუსიკას 16 წლიდან ქმნის. სიმღერებს გიტარის და ჰარმონიკის თანხლებით ასრულებს.

პრომო კონცერტების სერია თბილისში ამით დასრულდა. მოგვიანებით ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს (23 ივნისი – 18 აგვისტო).

Pepper.ge