მთავარი ღონისძიება ფესტივალი Bluesfest – Guy Davis

Bluesfest – Guy Davis

თბილისში ბლუზის ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთმა  ცნობილმა მუსიკოსმა – გაი დევისმა კონცერტი გამართა.

ის „გრემის“ ნომინანტი გახლავთ და საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბლუზით 12 წლიდან დაინტერესდა. სიმღერასთან ერთად, გიტარაზე, ჰარმონიკაზე და ბანჯოზეც უკრავს.

„ – საქართველოში ჩამოსვლისას, სასტუმროსთან მტკვარი და მთები შევნიშნე. ისეთი შეგრძენება დამეუფლა, როგორიც ნიუ-იორკიდან სოფელში წასვლისას მეუფლება ხოლმე. სოფელში ყველაფერს ვივიწყებ და ჩემს თავს მშვიდად ფიქრის უფლებას ვაძლევ. ზუსტად ამიტომ საქართველოს ჩემს სიმღერას – Taking Just a Little Bit of Time ვუძღვნი,“ – გვითხრა  გაი დევისმა.

მუსიკოსზე ოჯახის წევრებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს, განსაკუთრებით კი –  ბებიამ, რომელიც ბავშვობაში მას საინტერესო ამბებს უყვებოდა. მოგვიანებით, ეს ამბები საკუთარი ინტერპპრეტაციით გაი დევისმა ბლუზით გამოხატა.

Pepper.ge