მთავარი აქტიური ცხოვრება მოგზაურობა ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო ქუთაისში

ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო ქუთაისში

მსოფლიოში ცნობილი Best Western-ის სასტუმროების ქსელს საქართველოშიც (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) ნახავთ. ქუთაისში, Best Western Kutaisi ქალაქში ყველაზე ელიტურ სასტუმროდ მიიჩნევა.

„Best Western-ის ოჯახი“ (მას ასე დამფუძნებლები უწოდებენ) 1946 წელს შეიქმნა. დღესდღეობით, ქსელი 100-მდე ქვეყანაში 4200-ზე მეტი სასტურმოსგან შედგება. ყოველი სასტუმროს დიზაინი უნიკალურია. ხარისხსა და მომსახურების დონეს Best Western-ის უცხოელი წარმომადგენლები ყოველწლიურად ამოწმებენ.

ქუთაისში  სასტუმროს დიზაინზე ქართულმა კომპანიამ იმუშავა, რომელმაც ინტერიერში ქართული დეტალები გამოიყენა. Best Western-ი დიზაინის ინდივიდუალურად არჩევის საშუალებას იძლევა, თუმცა ბრენდის რეპუტაციას მკაცრად უფრთხილდება.

ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეს: თეთრეული, მატრასები და ბალიშები ესპანურია, ავეჯი კი – საქართველოში, უცხოური, მაღალი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული.

პირველ სართულზე მდებარე კაფე „ტიციანი“ სტუმრებს სადილით უმასპინძლდება, თუმცა მენიუც აქვთ და დღის ნებისმიერ დროს, შეკვეთის მიცემა შესაძლებელია. კაფის გარდა, ბოლო სართულზე რესტორანიც ფუნქციონირებს. სასტუმროში ევროპელი შეფ-მზარეულები სტუმრებს ძალიან გემრიელ სტეიკებს და გრილზე მომზადებულ საკვებს სთავაზობენ.

ელიტურ სასტუმროში დარჩენა საკმაოდ ძვირია (100$-დან). ამიტომ უფრო მეტად კორპორატიულ სტუმრებზეა გათვლილი. აქ საკონფერენციო დარბაზებია (100 კაცზე) და ღონისძიებებიც ხშირად ტარდება. ქუთაისში ჩამოსული განსაკუთრებული პიროვნებები (მუსიკოსები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები) უმეტესად  Best Western Kutaisi-ში ჩერდებიან.

სტუმრებს საქართველოს მასშტაბით მოგზაურობის დაგეგმვა სასტუმროს თანამშრომლების დახმარებით შეუძლიათ. Best Western Kutaisi კომფორტით გამოირჩევა და ბრენდის სახელს დამსახურებულად ატარებს.