ხათუნა ხაბულიანი: „კონსერვატორული შეხედულებების მქონე ადამიანების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდება“

„ამჟამად, თანამედროვე ხელოვნებით ძირითადად, ახალგაზრდები ინტერესდებიან. ამ სფეროს მიმართ მოდური და „ტუსოვკური“ დამოკიდებულება აქვთ. თანამედროვე ხელოვნების სამყარო ძალიან ფართოვდება. კონსერვატორული შეხედულებების მქონე ადამიანების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდება. პროცესი შეუჩერებელია. ბევრ ადამიანს გამოფენა მხოლოდ კედელზე დაკიდებული სურათების სახით წარმოუდგენია. თუ ამას ვერ ხედავს, რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტი ექმნება, თუმცა შეიძლება უფრო მძაფრი რეაქციაც ჰქონდეს.“