მთავარი სოციალური ცხოვრება გამორჩეული ადამიანები ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი 1929 წლის 4 მაისს, მდიდარი ბანკირის – ჯოზეფ ვიქტორ ანტონის და მისი მეორე ნახევრის – ელა ბარონეს ვან ჰემსტრას ოჯახში დაიბადა. დედით – ჰოლანდიელი, მამით კი ბრიტანელი გახლდათ.

ოდრი 6 წლის იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. მეორე მსოფლიოს ომის დროს, 2 ნახევარძმასთან ერთად, გოგონას ბრიტანეთიდან ჰოლანდიაში, ბაბუასთან გადასვალა მოუხდა. ოდრის ბრიტანული წარმომავლობა უნდა დაემალა. ამიტომ ედა ვან ჰემსტრა დაირქვა.

ჰოლანდიაში ყოფნისას ოდრიმ ბალეტზე სიარული დაიწყო. 1944-45 წლებში, შიმშილობის გამო, მისი ოჯახიც გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა. ნაკლები საკვების და სისუსტის შედეგად, ოდრი ცეკვას ვეღარ აგრძელებდა, თუმცა ფილმების მიმართ ინტერესი გაუჩნდა.

მის ინტერესს ოჯახის წევრებიც მხარს უჭერდნენ. ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, ამსტერდამში გადასახლდნენ. ოდრიმ დედაქალაქში პირველი როლი (პატარა რეკლამაში) მიიღო. ლამაზი და მომხიბვლელი გოგონა ინგლისში სამოდელო ბიზნესშიც ჩაერთო.

შემთხვევით, ოდრი ნოველისტ კოლეტს შეხვდა, რომელიც ფილმისთვის – Gigi მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. ოდრიმ როლი არაჩვეულებრივად შეასრულა და 1953 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა. ის ხალხს განსაკუთრებულად მისი თვალებისა და გამორჩეული სტილის გამო უყვარდა.

ოდრიმ შვილის – სინის გაჩენამდე (1960წ.), სამი ბავშვი ორსულობისას დაკარგა. ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე წელიწადში ქმარს – მელ ფერერს გაშორდა.

წარმატებული ფილმების – Breakfast at Tiffany’s და My Fair Lady გამოსვლის შემდეგ, ოდრი კინოეკრანს ჩამოსცილდა და ქველმოქმედებაში აქტიურად ჩაერთო. ახალ პარტნიორთან – რობერტ ვოლდერსთან ერთად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, რომ Unicef-ის ბავშვთა ფონდის პროექტში მონაწილეობა მიეღო. ის კატასტროფით დაზარალებულებსა და მშიერ ადამიანებს ეხმარებოდა. 1988 წელს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლად დაინიშნა.

1992 წელს ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც წამოწყებული საქმის შეწვეტა მოუხდა. ბოლო საჯარო გამოსვლისას თქვა: „იმაზე იფიქრე, რომ თუ დახმარების ხელი დაგჭირდება, ის შენი მკლავის ბოლოში მდებარეობს. როცა გაიზრდები, გახსოვდეს, რომ მეორე ხელიც გაქვს, რომლითაც სხვების დახმარებას შეძლებ.“

ოდრო ჰეპბერნი 1993 წლის 20 იანვარს, ავადმყოფობის ნიადაგზე გარდაიცვალა. ფილმის ლეგენდა და სამაგალითო სტილის მქონე მსახიობი „ოსკარზე“ ხუთჯერ იყო წარდგენილი. ორჯერ გაიმარჯვა კიდეც. ოდრის ერთი „ოსკარი“ 1953 წელს გადაღებული ფილმისთვის – Roman Holiday გადასცეს, მეორე, საპატიო „ოსკარით“ კი – გაჭირვებულების სამსახურში დგომისთვის, გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს დააჯილდოეს.

Image result for audrey hepburn high quality gif