აქტუალური თემა

მთავარი აქტუალური თემა
კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი - „ლაგუნა ვერე“ თბილისში, 1978 წელს გაიხსნა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, კომპლექსი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო და ქალაქში, ბევრისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. მას შემდეგ საცურაო აუზების რაოდენობამ იმატა, მაგრამ აუზზე ვიზიტი შედარებით გაძვირდა. მოსახლეობა არჩევანს დასასვენებელ და...
თბილისთან ახლოს (რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ), დასასვენებელი პარკი მდებარეობს, რომელიც 210 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. 30-იან წლებში, ამ ადგილს საბჭოთა უშიშროება სხვადასხვა საქმიანობისთვის იყენებდა. 1968 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეჩხერი ხეებითა და ბუჩქებით წარმოდგენილი ჭალის ტყე რეკრეაციულ ზონად გადაკეთდა. იმ პერიოდში,...
კალათბურთის განვითარებისთვის მცირე ასაკის სპორტსმენების წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქართულ კლუბებში, სადაც ბავშვები თამაშობენ, ძირითადად, მძიმე პირობებია: ცხელი წყალი არ მოდის, დარბაზები მოძველებულია - ცენტრალური გათბობის სისტემა არ აქვს, ფინანსური სახსრები ზოგჯერ სათამაშო ფორმების შესაძენადაც არ არის საკმარისი. პატარების აღზრდაზე...
სტეფანწმინდაში 70-იან წლებში საბაგირო აშენდა, რომელსაც მლოცველები ქალაქიდან გერგეტის სამების ეკლესიასთან უნდა აეყვანა. სავარაუდოდ, საბაგირო მყინვარწვერის დასაწყისამდე, ე.წ. „ბეთლემის გორებამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. დაკვირვების შემდეგ, იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ საბაგირო მსოფლიო მემკვიდრეობის იერსახეს ამახინჯებდა. ასევე, საცდელი მგზავრობისას ვაგონიდან ადამიანი გადმოვარდა....
საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ჯერ დაგეგმვის პროცესშია. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას რაც შეეხება, როდის ამოქმედდება, გაურკვეველია. ბევრი მიხვდა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირია. ამიტომ სადაზღვევო კომპანიაში საკუთარი ნებით მივიდა. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის (იგულისხმება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება,...
თანამედროვე ქართული ტრენდი - ტროპიკული მცენარეები მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნებით (130 000-ზე მეტი), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა, მაგრამ სახლის დეკორატიული მცენარეებით საქართველო ტროპიკული ქვეყნებიდან მარაგდება. მათი მოვლა საკმაოდ მარტივია, თუმცა ბევრი რამე გასათვალისწინებელია. სითბოში, მაღალი ხეების ქვეშ გაზრდილი ტროპიკული, ენდემური მცენარეების...
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ტატუს (სვირინგის) ოსტატებს მუშაობისთვის ლიცენზია სჭირდებათ. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სოლიდურ გადასახადებსაც იხდიან. საქართველოში, ტატუს სალონებში ლიცენზირებულ ხელოვანებს ვერ ნახავთ. ტატუს ოსტატების მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ისინი ბიუჯეტში თითქმის არაფერს იხდიან („მიკრობიზნესის მწარმოებლის“ სტატუსით სარგებლობენ). სასურველია, პროფესიონალ ხელოვანს...
მაშინ, როცა ევროპულ ქვეყნებში პიროტექნიკის გაყიდვა რამდენიმე კვალიფიციურ საწარმოზეა ლიმიტირებული, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი ასაფეთქებლებით ვაჭრობა სრულიად აკრძალულია, საქართველოში მაშხალების შემომტანი 50-ზე მეტი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმეა დაფიქსირებული. პიროტექნიკის დამამზადებელი ოფიციალური და სახელგანთქმული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოშიც არიან, მაგრამ ბაზრობებზე თუ ქუჩებში...
სამთო მოტოციკლით მიუვალ გზებზე მგზავრობა საკმაოდ აზარტული და შთამბეჭდავია. სპორტის ეს სახეობა - ენდურო ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ვითარდება და მასშტაბურ სახეს იღებს. ჩემპიონატები გუდაურში და თბილისში უკვე ტარდება, სადაც ქართველებთან ერთად, უცხოელებიც მონაწილეობენ. პროფესიონალებთან ერთად, ჩემპიონატებში მონაწილეობა მოყვარულებსაც შეუძლიათ. საქართველოს...
ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა, თბილისთან ახლოს მატრასებს ამზადებს (მოგეხსენებათ, სიმბოლურ ფასად ტერიტორიის შეძენისას, მიწის მფლობელს ინვესტიციის ვალდებულება ეკისრება). 1 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთზე არსებული საწარმოს 65%-ს თურქი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ფლობენ, დანარჩენი...