სკოლაში სწავლისას ლიტერატურაშიც და მათემატიკაშიც კარგად ვერკვეოდი. როდესაც პროფესიული არჩევნის წინაშე დავდექი, ოჯახში ვთქვი: ან ჟურნალისტობა მინდა, ან - მათემატიკოსობა-მეთქი. 90-იანი წლები იდგა. მამაჩემმა მითხრა, - ჟურნალისტობას არ გირჩევ, რადგან ძალიან „არამყარი“ პროფესიაა. ყველაფერი „იხურება“, სად უნდა იმუშაოო?! მათემატიკოსობა...
ლექსებს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან გარკვეული თვალსაზრისით, ცხოვრება ლექსს წააგავს. პოეზიაა მთელი ცხოვრება, მით უმეტეს - ნიჭიერი კაცის ხელში... და რაც კი ვწერე ოდეს იყო თუ ჩემი ნება, ჩემს დაწერაში ჩაერია თავად განგება. ლექსი ჩემია, თუ ვერ ამჩნევთ წერის მანერით, რა...
თითქმის ყოველთვის ენერგიული ვარ. არ ვიცი, ისეთი რა უნდა გავაკეთო, რომ დავიღალო. ძალიან ცნობისმოყვარე გახლავართ: ყველაფერი მაინტერესებს, რაც კი დედამიწაზე არსებობს. რაც თავი მახსოვს, ისიც მახსოვს, რომ მსახიობობა მინდა. პროფესიული არჩევნის შეცვლის სურვილი არასოდეს გამჩენია. ვგრძნობდი, ამ საქმის კეთება გულით...
როგორც ყველა „საბჭოთა ბავშვი“, მეც კოსმოსში გაფრენაზე ვოცნებობდი, რადგან მოგეხსენებათ, მაშინ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა - სასწაული იყო!.. მერე ფეხბურთელობა მინდოდა, რადგან „დინამომ“ ოქროს მედალი მიიღო... ძირითადად, მაინც იმ პროფესიის დაუფლება მსურდა, რასაც ხელი მოვკიდე და დღემდე ამ სფეროში ვარ. თეატრი...
სიყვარული და კომფორტი მიყვარს, „ზომიერი ეგოთი“ დაჯილდოებული ადამიანი ვარ. ძალიან მტკივნეული სიკვდილის მეშინია. წლების მატებასთან ერთად, რატომღაც, ამაზე უფრო ხშირად ვფიქრობ. ვცდილობ, კარგ მსახიობად მიმაჩნდეს თავი. ადამიანი სრულყოფილებას ვერასდროს მიაღწევ, თუმცა ამის მიღწევის მცდელობა უკვე კარგია. მებრძოლი ხასიათიც მაქვს. ყველა როლი მეამაყება, რაც მითამაშია,...