კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი - „ლაგუნა ვერე“ თბილისში, 1978 წელს გაიხსნა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, კომპლექსი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო და ქალაქში, ბევრისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. მას შემდეგ საცურაო აუზების რაოდენობამ იმატა, მაგრამ აუზზე ვიზიტი შედარებით გაძვირდა. მოსახლეობა არჩევანს დასასვენებელ და...
თბილისთან ახლოს (რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ), დასასვენებელი პარკი მდებარეობს, რომელიც 210 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. 30-იან წლებში, ამ ადგილს საბჭოთა უშიშროება სხვადასხვა საქმიანობისთვის იყენებდა. 1968 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეჩხერი ხეებითა და ბუჩქებით წარმოდგენილი ჭალის ტყე რეკრეაციულ ზონად გადაკეთდა. იმ პერიოდში,...
კალათბურთის განვითარებისთვის მცირე ასაკის სპორტსმენების წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქართულ კლუბებში, სადაც ბავშვები თამაშობენ, ძირითადად, მძიმე პირობებია: ცხელი წყალი არ მოდის, დარბაზები მოძველებულია - ცენტრალური გათბობის სისტემა არ აქვს, ფინანსური სახსრები ზოგჯერ სათამაშო ფორმების შესაძენადაც არ არის საკმარისი. პატარების აღზრდაზე...
სტეფანწმინდაში 70-იან წლებში საბაგირო აშენდა, რომელსაც მლოცველები ქალაქიდან გერგეტის სამების ეკლესიასთან უნდა აეყვანა. სავარაუდოდ, საბაგირო მყინვარწვერის დასაწყისამდე, ე.წ. „ბეთლემის გორებამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. დაკვირვების შემდეგ, იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ საბაგირო მსოფლიო მემკვიდრეობის იერსახეს ამახინჯებდა. ასევე, საცდელი მგზავრობისას ვაგონიდან ადამიანი გადმოვარდა....
საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ჯერ დაგეგმვის პროცესშია. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას რაც შეეხება, როდის ამოქმედდება, გაურკვეველია. ბევრი მიხვდა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირია. ამიტომ სადაზღვევო კომპანიაში საკუთარი ნებით მივიდა. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის (იგულისხმება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება,...